Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სასკოლო წიგნების საყიდლად წასულმა მამამ სათამაშოდ გადაუხვია

სასკოლო წიგნების საყიდლად წასულმა მამამ სათამაშოდ გადაუხვია

47 წლის კლივლენდ პოუპი სასკოლო წიგნების საყიდლად იყო წასული, როდესაც თავში გენიალურმა აზრმა დაარტყა.

 

ერთი შვილის მამამ გადაწყვიტა, რომ ჯერ ლოტოს ჯიხურში შეევლო და შემდეგ მისულიყო წიგნების მაღაზიაში, სადაც ე.წ Back to School-ის პროგრამის გამო ძალიან დიდი რიგი ელოდებოდა. 

 

პოუპმა იფიქრა, რომ დიდ რიგში დგომას სჯობდა ჯერ იღბალი ეცადა და შემდეგ მისულიყო წიგნების წამოსაღებად. 

 

რა არ ხდება და რას არ გაიგებ ადამიანი. იქვე, თავისივე უბანში Beverage 50 მაღაზიაში მივიდა, შეიძინა 1 დოლარიანი გადასაფხეკი ბილეთი, გადაფხიკა და მილიონი დოლარი მოიგო.

 

“როდესაც წიგნების მაღაზიაში შევიხედე, დაახლოებით 500 ადამიანი მაინც იქნებოდა სკოლის წიგნების საყიდლად. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა გამეარა და ბედზე გადასაფხეკი ბილეთი ვიყიდე. მოგებული თანხით ჩემ შვილს უზრუნველ მომავალს შევუქმნი” - კლივლენდ პოუპი

 

გამარჯვებულმა თანხის ერთიანად გამოტანა არჩია და დაქვითვის შემდეგ 880,000 დოლარი შეხვდა. ლატარიის კომპანიამ Beverage 50 მაღაზიის გამყიდველი 2,000 დოლარით დაასაჩუქრა. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ