1 ოქტომბერი უდიდესი სიახლით იწყება. ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა პროვაიდერმა რეაქტი 2 გამოუშვა, რომელიც სულ მალე ძალიან პოპულარული გახდება.
კლასიკურ ნაწილთან შედარებით საუნდიც და დიზაინიც უფრო დახვეწილია, სიმბოლოები - ოდნავ შეცვლილი, მაგრამ გრაფიკულად უფრო ლამაზი.
რეაქტი 2-ის თამაშის პრინციპი, რა თქმა უნდა, შეცვლილია. იგივე პროცესები არ აქვს, თუმცა 4-5 სპინში ყველაფერს მარტივად გაიგებს მოთამაშე, მაგრამ ამ სტატიაში დეტალურად აგიხსნით თუ როგორი გეიმპლეი აქვს ახალ თამაშს.
რეგულარული სიმბოლოები ძველებურად რჩება, თუმცა გვაქვს ახლები: ანჩარჯდ ვაილდი, ელექტრიკ ვაილდი, ენერგუნ ვაილდი და გარგანტუნ ვაილდი.
კლასიკური ნაწილი იგივეა, ახალი რეაქტის დაფა 7x7-ია და აქაც ხუთი ან მეტი სიმბოლო გვჭირდება თანხის დასაწერად.
ძველ რეაქტუნზში 5 ეტაპის გადალახვის შემდეგ ხტებოდა ყველასთვის საყვარელი გარგანტუა, ახალ თამაშში მხოლოდ 4 ეტაპია. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.
სათამაშო დაფის გვერდით ვხედავთ ფლუკომეტრს, სადაც ყოველი სპინის წინ ცალთვალა სიმბოლოები ჩნდებიან და მის ქვემოთ კუანტომეტრს, სადაც გარგანტუასა და ენერგუნის ვაილდები გველოდებიან.
ფლუკომეტრი
ფლუკომეტრში, ყოველი სპინის წინ, რენდომად გამოჩნდება ცალთვალა სიმბოლო და ზუსტად მისი შესაბამისი მომგებიანი კომბინაციები უნდა გადავაბათ და ვათამაშოთ, რომლის გავსების შემდეგაც დაფაზე გადმოხტება დახმარება 1, 2 ან 3 ელექტრიკ ვაილდის სახით.
ფლუკომეტრი 11 უჯრიანია. როდესაც ფლუკომეტრის სიმბოლოიანი კომბინაცია თამაშობს, მის ადგილას ჩნდება 1 ელექტრიკ ვაილდი.
კუანტომეტრი
რეაქტუნზს 2-ში ყველაზე მთავარი კუანტომეტრია, რომლის შევსების შემდეგაც დაფაზე ჩნდება გარგანტუა.
კუანტომეტრის პირველი ეტაპის გადასალახად 55 ქულა გვჭირდება, მეორე ეტაპის - 85, მესამე ლეველისთვის - 110 და ბოლო, მეოთხე ეტაპისთვის 135 ქულაა საჭირო.
თუ კუანტომეტრზე მესამე ეტაპს ვერ მივაღწიეთ და გარგანტუას ვერ შევწვდით, ამ დროს გადმოგვიხტება და დაგვეხმარება 2x2 ენერგუნ ვაილდი.
თუ კუანტომეტრი მესამე ან უფრო მაღალ ლეველზეა, ამ დროს გვეძლევა გარგანტუას ვაილდი. მეოთხე ლეველი, ეტაპი გვაძლევს x2 მულტიპლაიერს.
Wild Pair Explosion
ძალიან მაგარი დახმარება. როდესაც ორი ან მეტი ელექტრიკ ვაილდი ერთმანეთს მიებმება ამ დროს ხდება Wild Pair Explosion, რაც დაფაზე შლის ყველა სიმბოლოს გარდა სხვა ვაილდებისა.
თუ სათამაშო დაფაზე ორი ელექტრიკ ვაილდი დაშორებით დაჯდა, ამ შემთხვევაში იშლება მხოლოდ მათ გარშემო მდებარე სიმბოლოები.
Uncharged Wilds
ანჩარდ ვაილდი დიზაინით უფერული და გამორჩეულია, რომელსაც თვალი ადვილად შეამჩნევს. ანჩარჯდ ვაილდი პოტენციური ელექტრიკ ვაილდია.
თუ რომელიმე სიმბოლოების კომბინაცია თამაშობს და მის გვერდით ანჩარჯდ ვაილდი ზის, ამ შემთხვევაში გადაიქცევა ელექტრიკ ვაილდად.
თეორიულად შეიძლება ცოტა ძნელი ასახსნელია თუ თვალი არ ხედავს ამ ყველაფერს. შევეცადეთ მარტივი და გასაგები ენით დაგვეწერა და აგვეხსნა ახალი რეაქტის პრინციპი.
თუ გადაწყვეტთ რომ საინტერესოა და დააპირებთ თამაშს, ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ