7 სექტემბერს, შუადღის 2 საათზე ნიუ იორკში არალეგალური კაზინო გაქურდეს. ეჭვმიტანილია ორი დამნაშავე, რომლებსაც ნიღბები და ტანსაცმელი, ყველაფერი შავი ფერის ეცვათ და ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები.
რა მოხდა:
მისისიპელმა მამაკაცმა ნიუ იორკის არალეგალურ კაზინოში ერთი სავსე ჩანთა ფული მოიგო. როდესაც მსხვერპლი შენობიდან თანხის გატანას ცდილობდა, ამ დროს შემოვარდა ორი შეიარაღებული პირი.
ერთმა დამნაშავემ კაზინოს მომსახურე პერსონალი გააქვავა, ხოლო მეორემ მისისიპელ უცნობ მამაკაცს უბრძანა ფულით სავსე ჩანთის მისთვის გადაცემა, რაზეც უარი მიიღო.
მსხვერპლი ჩანთიანად კარისკენ გაიქცა, ქუჩაში გავარდა და უკანმოუხედავად გაიქცა. მისისიპელს ერთი ყაჩაღი გაეკიდა, ხოლო მეორე კვლავ შენობაში დარჩა. არეულობის დროს კაზინოს პერსონალმა პოლიცია გამოიძახა და სამართალდამცველებიც ერთ წუთში მოვარდნენ.
პოლიციის მანქანების ხმაზე შენობაში მყოფი ყაჩაღიც გარეთ გავარდა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს დამნაშავეების დაკავება. ასევე უცნობია თუ რა თანხა იდო ჩანთაში.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ