Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბერში უდიდესი მოგება ელოდებათ

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბერში უდიდესი მოგება ელოდებათ

ოქტომბერი ზოგადად ძალიან იღბლიანი თვეა. 2019 წლის 8 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში ისტორიული გამარჯვება დაფიქსირდა ლატარიაში, როდესაც ცოლ-ქმარმა 170 მილიონი ფუნტი მოიგო.

 

მართალია ცრურწმენები ალბათ რეალობასთან შორსაა, მაგრამ მოთამაშეებს ძალიან უყვართ მსგავსი მითები. მაგალითად იღბლიანი ტანსცამელი, იღბლიანი დღე და ა.შ.

 

ამ ყველაფრის გამო ხალხს, რომლებიც სისტემატიურად თამაშობენ ლოტოს, სჯერათ ცრურწმენის, რომ წელიწადის მეათე თვეში უნდა გააორმაგონ ლატარიის თამაში, რადგან ოქტომბერი ყველაზე იღბლიანი თვეა და მათაც აუცილებლად გაუმართლებთ.

 

ვერძი 

 

21 მარტი - 20 აპრილი

 

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ოქტომბერში იღბალი ელით. ფორტუნა მათ მხარესაა და ვარსკვლავები ურჩევენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ მოცემული სიტუაცია.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ ვერძებისთვის დიდი მნიშნველობა აქვს ახლობელი ადამიანების გვერდში დგომას.

 

ვერძი ძალიან ოპტიმისტია, რაც ჭკვიანურ გადაწყვეტილბებში ეხმარება მას. აზარტული თამაშების დროს ოპტიმალური ვარიანტი ძნელი მოსაძებნია, თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის პოულობს გამოსავალს და რჩება გამარჯვებული.

 

მამაკაცი-ვერძი ყველაფერს რქებით აწვება და ყოველთვის თავისი გააქვს, თუმცა ეს სულელური გადაწყვეტილება არ გეგონოთ. ისინი გამჭრიახები არიან და ყველა პრობლემას ისე გადაწყვეტენ, რომ მათთვის ძვირფას ადამიანებს არ ანერვიულებენ, არ მოახვევენ თავზე საკუთარ პრობლემებს. 

 

ქალი-ვერძი იდეალისტია. მას ყველა დეტალი აინტერესებს და სურს, რომ ყველაფერი გამართულად მიდიოდეს. ეს ხასიათი კი, რა თქმა უნდა, აზარტულ თამაშებშიც ეხმარება მას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი იმუშავებს მანამ, სანამ ყველაფერს თავის გემოზე არ მოაწყობს.

 

კურო

 

21 აპრილი - 21 მაისი

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ინერტულად არ ელოდებიან ცხოვრებაში გამართლებას. ისინი შეუპოვრად იბრძვიან წარმატებისთვის.

 

კუროს ძალიან დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და ყოველთვის ელის ხელსაყრელ მომენტს, რაც აზარტულ თამაშებშიც ეხმარება.

 

ლატარიაში ან სხვა თამაშებში გამარჯვებას ისინი იღბალს არ აწერენ, რადგან ბევრს ცდილობენ და დიდი თანხის მოგების შემდეგ ფიქრობენ, რომ მათ ეს დაიმსახურეს, რაც სიმართლეს შეესაბამება. 

 

მამაკაცი-კურო ყოველთვის მშვიდია ნებისმიერ სიტუაციაში და მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, რადგან უკვე მოფიქრებული აქვს წინასწარ რამდენიმე ვარიანტი, რათა ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. 

 

ქალი-კურო შინაგანად ყველაზე ძლიერია. ნებისმიერ სიტუაციას გადაწყვეტს ნაზად, მაგრამ მის ღიმილში ვერასდროს გაიგებ, თუ როდისაა აგრესიული და როდის მოსიყვარულე. არასდროს ეთამაშოთ პოკერი ქალ-კუროს.

 

კირჩხიბი 

 

22 ივნისი - 22 ივლისი

 

ზოდიაქოს ნიშნებში კირჩხიბი საუკეთესო მოთამაშეა. მათ ნებისმიერი აზარტული თამაში ხიბლავთ, უმალ უღებენ ალღოს და დაუმარცხებლები ხდებიან. 

 

თუმცა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. პატარა წაგებაც ზედმეტად მოქმედებს მათზე. 

 

კაცი-კირჩხიბი ყოველთვის ფიქრობს მომავალზე, ყოველთვის ემზადება შავი დღისთვის, ყოველთვის ზრუნავს მისთვის ძვირფას ადამიანებზე და უქმნის მათ საუკეთესო ცხოვრებას. ერთი შეხედვით შეიძლება ძუნწები მოგეჩვენოთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

ქალი-კირჩხიბი რბილია, მაგრამ გაწონასწორებული. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არასდროს კარგავენ თავს და ყოველთვის ყურადღებით არიან, რაც აზარტულ თამაშებში ძალიან ეხმარებათ.

 

მშვილდოსანი 

 

23 ნოემბერი - 21 დეკემბერი

 

მშვილდოსნები არასდროს ამბობენ, რომ უყვართ აზარტული თამაშები. უმეტესობას ნამდვილად არ იზიდავს კაზინო, მაგრამ თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა გადაწყვიტა თამაში, იღბალი ყოველთვის მისი მეგზური იქნება. 

 

მშვილდოსნების გონება ალბათ ყველაზე განვითარებულია. სამაგიდო თამაშებში, პოკერში მათ ვერავინ უგებს. 

 

კაცი-მშვილდოსნები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და პოკერის თამაშის დროს მეტოქეს ტვინს ურევენ. მათი სტრატეგია ჰიპნოზია, რაც ძალიან მაგრად გამოსდით. 

 

ქალი-მშვილდოსანი არ უნდა იჯდეს სახლში. მისი პოტენციალი უდიდესია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან კეთილები არიან, მოსიყვარულეები, მზრუნველები, არასდროს უღალატებენ ოჯახს, საყვარელ მამაკაცს, მეგობრებს, ოღონდ არასდროს გააკეთებინოთ საოჯახო საქმე. კეთილშობილება კარმულად უბრუნდებათ კაზინო თამაშების დროს და ყოველთვის სწყალობთ იღბალი.

 

თხის რქა 

 

22 დეკემბერი - 20 იანვარი 

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ოქტომბერში მოგება ელით, მაგრამ რჩევა იქნება, ნუ გააკეთებთ ძალიან, ზედმეტად დიდ ფსონებს. 

 

თხის რქას აქვს განსაკუთრებული უნარი, თავი აარიდოს შეცდომებს, რაც აუცილებლად დაეხმარება აზარტულ თამაშებში. 

 

გაწონასწორებული ხასიათი დიდი თანხის მოგების გარანტიაა. დაიმახსოვრეთ, ბევრი ფულის მოგება არ საჭიროებს ბევრი ფულით თამაშს. 

 

მამაკაცი-თხის რქა გაუბედავია, რომელსაც ძალიან უყვარს და ეხმარება შექება. მისთვის არ აქვს მნიშნველობა რისთვის შეაქებენ - ჭურჭლის დარეცხვის გამო თუ კაზინოდან მოტანილი 1 მილიონისთვის. 

 

ქალი-თხის რქები ყველაზე მეტად ოჯახს აფასებენ. მათთვის მთავარია სტაბილურობა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები მოიგებენ დიდ ფულს, მაგრამ გვერდით უნდა ჰყავდეთ ადამიანი, მეუღლე, რომელსაც ყველაფერს გაუზიარებენ. ისე, დიდება არაფერში სჭირდებათ.

 

თევზები 

 

19 თებერვალი - 20 მარტი 

 

თევზები უფრო ხშირად იგებენ ვიდრე აგებენ აზარტულ თამაშებში. ოქტომბერში კი განსაკუთრებითაა მათკენ იღბალი. 

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა ზუსტად იციან, თუ რა შეუძლიათ და რა - არა. სწორედ ამიტომ იგებენ უფრო ხშირად. 

 

ეს ერთერთი ყველაზე სასიკეთო თვისებაა კაზინო-თამაშებში. 

 

კაცი-თევზები 110%-ით არ იხარჯებიან წარმატებისთვის. წარმატებას ისინი მხოლოდ იღბალის ხარჯზე აღწევენ, რაც ამ თვეში აუცილებლად ექნებათ. 

 

ქალი-თევზები კი სენტიმენტალურები არიან. თავის თავში არ არიან დარწმუნებულები, თუმცა, ეს ის თვეა, როდესაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა უნდა ირწმუნონ თავიანთი ძალები, რადგან იღბალი მათ მხარესაა.

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ