Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მაიკ ტაისონი მარიხუანას ბიზნესით დიდ ფულს იგებს

მაიკ ტაისონი მარიხუანას ბიზნესით დიდ ფულს იგებს

ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა და 584 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თითქმის მთელი ფული გაფლანგა.

 

ძნელად დასაჯერებელია თუ როგორ შეიძლება ნახევარი მილიარდი დოლარის დახარჯვა ერთ სიცოცხლეში, მაგრამ რკინის მაიკისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია?!

 

ცოტა ხნის წინ ტაისონი დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა, დარჩენილი ფული სადმე უნდა ჩაედო. მაიკს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან უნდა გაეხსნა კაზინო ან კალიფორნიაში უნდა წამოეწყო მარიხუანას ბიზნესი. მოგეხსენებათ, რომ კალიფორნიაში 2016 წლიდან მოსაწევი ლეგალურია.

 

მაიკმა არჩევანი მარიხუანას პლანტაციებზე შეაჩერა და ოქროს შტატში 6 ჰექტარზე გააშენა ბალახი. 

 

დღესდღეობით მისი ბიზნესი უკვე დიდ მოგებაშია. ტაისონს და კომპანიას, Tyson Ranch-ს თვეში სუფთად 500,000 დოლარი რჩება. 

 

ასევე გეტყვით იმასაც, რომ მაიკი ბალახის დიდი მოყვარულია და თვეში დაახლოებით 40,000 დოლარს ხარჯავს მარიხუანაზე. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ