Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პარლამენტარმა კოვიდის ფონდის ფული მოიპარა და სათამაშოდ გაეშურა

პარლამენტარმა კოვიდის ფონდის ფული მოიპარა და სათამაშოდ გაეშურა

კონექტიკუტში რესპუბლიკელმა პარლამენტარმა მაიკლ დიმასამ შტატის Covid 19-ის ფონდიდან 600,000 დოლარი მოიპარა და სათამაშოდ კაზინოსკენ გაეშურა.

 

დიმასა გუშინ წარსდგა სასამართლოს წინაშე, თუმცა მოსამართლემ, სარა მერიამ 250,000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

 

ფედერალური პროკურორის განცხადებაში წერია, რომ პარლამენტარმა, მაიკლ დიმასამ ჩამოაყალიბა კომპანია Compass Investment Group LLC, რისი მეშვეობითაც კონექტიკუტის შტატის, ქალაქ ვესტ ჰევენის ფონდის ფული ნაწილობრივ მიითვისა. მთლიანი ბიუჯეტი 1,200,000 დოლარს შეადგენდა. 

 

დიმასამ, როგორც ვესტ ჰევენის წარმომადგენელმა თავისივე კომპანიასთან, Compass Investment-თან დადო კონტრაქტი, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში სწორედ ეს კომპანია დაეხმარებოდა მოქალაქეებს. 

 

თუმცა 2021 წლის თებერვლიდან მოყოლებული Compass Investment-ი 11,000 დოლარიდან 87,000 დოლარამდე ყალბ ინვოისებს გზავნიდა და მთელი ფული მაიკლ დიმასას ჯიბეში მიდიოდა. პარლამენტარმა ჯამში $636,783 მოიპარა. 

 

გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ დიმასა პირდაპირ თავისივე კომპანიიდან ანაღდებდა ფულს და სათამაშოდ Mohegan Sun tribal კაზინოში მიდიოდა, სადაც 50,000 დოლარის ჩიპებს ყიდულობდა. 

 

ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება და სასჯელი ცნობილი არ არის.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ