Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

8.81 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე

8.81 კოეფიციენტი ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურია და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევარჩიეთ რამდენიმე თამაში, რომლებსაც შემოგთავაზებთ.

 

სამეფო კლუბი გერმანიაში გლადბახს ესტუმრება. ჩვენთვის მოულოდნელად, მადრიდის რეალის მოგებას 2.10 აქვს და ვფიქრობთ, რომ დასაწერია.

 

თუ იმიტომ მისცეს ამხელა კოეფიციენტი, რომ სტუმრად თამაშობს, მაშინ ვთქვათ ისიც, რომ გერმანელი გულშემატკივარის გარეშე ჩაივლის შეხვედრა, სკამები ცარიელი იქნება, რასაც მივეჩვიეთ. 

 

რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს რეალი სახლში ითამაშებს თუ გასვლაზე გლადბახთან? რა ფორმაშიც არ უნდა იყოს, მადრიდელებმა უნდა მოიგონ ეს თამაში, რადგან პირველ ტურში შახტართან წააგეს და დღეს სამი ქულა ჰაერივით სჭირდებათ. 

 

თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბარსელონას მოუგეს და ძალიან მაგარ ხასიათზე უნდა იყვნენ რეალის ფეხბურთელები.

 

გლადბახი - რეალი

 

ძირითადი შედეგი - 2 (2.10)


 

შემდეგი პოზიცია ლივერპული-მიდტიულანდიდან გვაქვს. უნდა ავღნიშნოთ, რომ დანიური კლუბი ერთერთი ყველაზე სუსტი გუნდია წლევანდელ ლიგაზე და დღეს ენფილდზე უშანსოდ იქნებიან.

 

ლივერპულმა პირველ ტურში აიქას მოუგო ამსტერდამში და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა, რადგან არც თუ ისე იოლ ჯგუფში არიან კლოპის ბიჭები. ლივერპულის და აიაქსის მეტოქე ატალანტაა.

 

დღეს, სავარაუდოდ, ინგლისელები ბევრ გოლს გაუტანენ დანიელებს, მაგრამ ლივერპულის სამ გოლს, თავის დაზღვევის მიზნით, მაინც ვამჯობინეთ ერთიანი და 2.5-ზე მეტი გოლი.

 

რა აქვს დასაკარგი მიდტიულანდს? ჩადის ენფილდზე წასაგებად და ითამაშოს ლაღი, გახსნილი ფეხბურთი, იქნებ ერთი გოლიც გაიტანონ, რასაც ისტორიაში ჩაიწერენ.

 

ლივერპული - მიდტიულანდი

 

მატჩის შედეგი და ტოტალი 2.5 - 1-იანი და მეტი გოლი - (1.37)


 

გადავინაცვლოთ პორტუგალიაში, სადაც პორტო ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში უხეშ თამაშს და ბარათებს ველოდებით.

 

ზოგადად პორტუგალიური ფეხბურთი გამოირჩევა ძალიან ბევრი ჯარიმით და ბარათით. დღეს, არც ოლიმპიაკოსი დააკლებს უხეშობას.

 

ბერძნებმა პირველი თამაში მარსელს მოუგეს და სავარაუდოდ ფლეიოფის ამბიციებიც გაუჩნდათ, რადგან ჯგუფში მანჩესტერ სიტის გარდა მეტი დიდი კლუბი არ ჰყავთ. (სიტი, მარსელი, პორტო, ოლიმპიაკოსი)

 

დღეს რომ ოლიმპიაკოსმა პორტუგალიიდან ქულა წამოიღოს, მართლაც რეალური შანსი გაუჩნდებათ მერვედფინალის და რატომ არ უნდა იბრძოლონ?

 

თავის მხრივ პორტომ პირველ ტურში ინგლისში, ეტიჰადზე წააგო და დღეს მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებენ პორტუგალიელები.

 

მსაჯი გერმანელი დანიელ ზიბერტია, რომელსაც ასე თუ ისე უყვარს ბარათების ამოღება. ზიბერტმა ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩი იმსაჯა და 10 ბარათი ამოიღო. ხოლო ბუნდესლიგაში 108 თამაშში საშუალოდ 3.81 ყვითელს იღებს, რაც გერმანიისთვის საკმაოდ ბევრია. 

 

პორტო - ოლიმპიაკოსი

 

ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.75)


 

ბოლო პოზიცია ატალანტა-აიაქსიდან გვაქვს. კენჭისყრის დროს, როდესაც D ჯგუფი დაკომპლექტდა ალბათ ყველამ ვთქვით, რომ ამ გუნდებში ყველა თამაში მეტი გოლით დასრულდებოდა. თუმცა აიაქსი-ლივერპულმა პირველ ტურში გვიმტყუნა. ალბათ იმიტომ, რომ კლოპის გუნდი სხვა დონეა და გამოცდილმა გერმანელმა მწვრთნელმა საჭირო 3 ქულაზე ითამაშა.

 

დღეს თითქმის ერთი დონის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, რომლებსაც ძალიან უყვართ შეტევა. აიაქსისთვის არ აქვს მნიშვნელობა ატალანტას ეთამაშება, ლივერპულს თუ თბილისის დინამოს, ყველა გუნდს უტევს და უტევს. 

 

თავის მხრივ ბერგამოელებმაც შეგვაყვარეს თავიანთი ფეხბურთი. სერია A-შიც და ჩემპიონთა ლიგაზეც იტალიელები გახსნილ, ლაღ და სწრაფ თამაშს გვთავაზობენ და გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურეს ატალანტას ფეხბურთელებმა.

 

ამიტომ, დღეს ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ გოლების წვიმას ვიხილავთ იტალიაში.

 

ატალანტა - აიაქსი

 

გოლების რაოდენობა 3.5 - მეტი (1.75)

 

 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია სამშაბათის ბილეთიც გამწვანდება! გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ