Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლებრონმა კევინ ლავს ისე გადაატენა, ბრაზისგან კინაღამ დაახრჩეს (ვიდეო)

ლებრონმა კევინ ლავს ისე გადაატენა, ბრაზისგან კინაღამ დაახრჩეს (ვიდეო)

დღეს გამთენიისას ლებრონის ლოს ანჯელეს ლეიკერსი კლივლენდში ჩავიდა სათამაშოდ. მოგეხსენებათ, რომ მეფის გუნდს ძალიან უჭირს და შესაძლოა Play In-შიც ვერ ვნახოთ, ამიტომ აუცილებლად მოგება ესაჭიროებოდა ფრენკ ვოგელის კლივლენდში.

 

საბოლოოდ ლეიკერსმა 131-120 მოიგო ლებრონის დამსახურებით, რომელმაც 38 ქულა, 12 პასი და 11 მოხსნა ჩაიწერა. 

 

თუმცა გამოსარჩევია კიდევ ერთი მომენტი. მეორე მეოთხედში 37 წლის ვეტერანმა ლებრონმა კევინ ლავს ბურთი გადაატენა. ცოტა ხანში კი კევინი ხუმრობით მივარდა მეფეს და დახრჩობა დაუპირა. 

 

შეგახსენებთ, რომ ლებრონი და კევინი ადრე გუნდელები იყვნენ. მაიამიდან კლივლენდში დაბრუნებულმა ჯეიმსმა კავსის პირველი ნომერი, ენდრიუ ვიგინსი სწორედ კევინ ლავში გაცვალა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლებრონთან ერთად ისეთივე ეფექტური კარიერა ვეღარ წაუვიდა კევინს კავალიერსში. 

 

ლებრონის გადატენვა

 

კევინის ხუმრობა

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ