Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როდრიგო მამამისს დაენიძლავა რომ სიტისთან სამ გოლს გაიტანდა

როდრიგო მამამისს დაენიძლავა რომ სიტისთან სამ გოლს გაიტანდა

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში, სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი ხვდებოდა, ბერნაბეუზე ნამდვილი დრამა ვიხილეთ. 

 

მოგეხსენებათ, რომ რეალს ინგლისში 4-3 ჰქონდა წაგებული და სახლში აუცილებლად უნდა მოეგო, თუმცა მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა გახსნეს ანგარიში და მხოლოდ მადრიდის თავგადაკლულ გულშემატკივრებსღა ჰქონდათ ფინალში გასვლის იმედი.

 

კარლო ანჩელოტიმ 68-ე წუთზე ტონი კროოსის ნაცვლად როდრიგო შემოუშვა მოედანზე, რომელმაც 90-ე და 92-ე წუთებზე სიტის კარში ორი გოლი გაიტანა. სამეფო კლუბმა ძირითად დროში 2-1 იმარჯვა, ხოლო ექსტრა ტაიმში ბენზემას პენალტით ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა. 

 

თამაშის მერე როდრიგომ თქვა, რომ მამამისთან სანაძლეო ედო:

 

“მამაჩემს დავენიძლავე, რომ სიტის სამ გოლს გავუტანდი, თუმცა მხოლოდ ორის შეგდება მოვახერხე. მესამეს ფინალში გავიტან”.

 

21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ხუმრობით ვეტერან ლუკა მოდრიჩსაც მამას ეძახის, თუმცა ისიც დაამატა, რომ ნამდვილ მამას დაენიძლავა და არა ლუკას, რაზეც მოდრიჩმაც იხუმრა:

 

“როდრიგო განსაკუთრებული ბიჭია, ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, მე მას შვილს ვეძახი, რადგან მე და მამამისი თანატოლები ვართ. როდრიგო ძალიან თავმდაბალი და კარგი ბიჭია”.

 

რას ფიქრობთ, გაუტანს ლივერპულსაც გოლს როდრიგო?!

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ