განელ მსაჯს, ჯოსეფ ლემპტის FIFA-მ მთელი ცხოვრებით აუკრძალა ფეხბურთთან გაკარება. მიზეზად კი არბიტრის მოსყიდვა სახელდება.
2017 წლის ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და სენეგალი ხვდებოდა. სამხრეთ აფრიკელებმა მატჩი 2-1 მოიგეს და ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანეს. მსაჯმა ორივე პენალტი ხელით თამაშის გამო დანიშნა.
პირველ შემთხვევაში, კალიდუ კულიბალის აშკარად მუხლზე მოხვდა ბურთი, მაგრამ განელმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. მეორე შემთხვევაშიც, როგორც ვიტყვით, მოგონილი პენალტი დანიშნა და მოაგებინა სამხრეთ აფრიკას.
FIFA-მ ამ ფაქტის გამო, ასევე, რამდენიმე განელი მაღალჩინოსანი დააკავა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ