Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ინტერნეტიდან გამოწერილ ტახტში ქალმა $36,000 იპოვა (ვიდეო)

ინტერნეტიდან გამოწერილ ტახტში ქალმა $36,000 იპოვა (ვიდეო)

კალიფორნიელმა ქალბატონმა, ვიკი უმოდუმ განაცხადა, რომ ინტერნეტიდან გამოწერილ ტახტში 36,000 დოლარი იპოვა.

 

ამერიკაში არსებობს საიტი, საიდანაც უფასოდ შეგიძლიათ ავეჯის გამოწერა. საქმე იმაშია, რომ ძველ ტახტებს, კრესლოებს და სხვა არასაჭირო ნივთებს ამერიკელები გასაჩუქებლად დებენ ვებსაიტზე. 

 

ვიკი უმოდუ სწორედ ამ პლატფორმაზე არჩევდა ავეჯს თავისი ახალი ბინისთვის სან ბერნარდინოში და ორი მშვენიერი ტახტიც შეარჩია. 

 

“ახალ ბინაში არაფერი გვედგა და უფასო საიტიდან ორი ტახტი გამოვიწერე. ბალიშების დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ შიგნით 36,000 დოლარი ნაღდი ფული იდო. შოკში ჩავვარდი, ბავშვებს დავუძახე, თუმცა გადავწყვიტე, რომ იმ ადამიანისთვის მეთქვა, ვინც ეს ტახტი მაჩუქა” - ვიკი უმოდუ ინტერვიუში.

 

ყოფილმა პატრონმა ქალბატონ უმოდუს შეტყობინებისთვის მადლობა გადაუხადა და ნაპოვნი 36,000 დოლარიდან  2,200 დოლარი აჩუქა.

 

“პატიოსნად ნაშოვნი ფულით ახალ მაცივარს ვიყიდი” - დაამატა ქალბატონმა უმოდუმ.

 


 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ