Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლას ვეგას რაიდერსმა ტექსასში მომხდარი სროლისთვის სკოლას მილიონი დოლარი გადაურიცხა

ლას ვეგას რაიდერსმა ტექსასში მომხდარი სროლისთვის სკოლას მილიონი დოლარი გადაურიცხა

2022 წლის 24 მაისს ამერიკაში, ტექსასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ტრაგედია დატრიალდა. მსროლელმა 19 მოსწავლე და 2 მასწავლებელი მოკლა, ხოლო 17 ადამიანი მძიმედ დაჭრა.

 

ერთი თვის მერე, NFL-ის გუნდმა, ლას ვეგას რაიდერსმა გადაწყვიტა, რომ სკოლას ერთი მილიონი დოლარი გადაურიცხოს. 

 

რაიდერსის ყოფილ მოთამაშეს, ვენ მაკელროის სწორედ ტექსასის ეს სკოლა აქვს დამთავრებული და ამიტომაც თხოვნით მიმართა კლუბის პრეზიდენტს, მარკ დევისს, რომ ფულით დახმარებოდნენ დაღუპულების ოჯახებს და ზოგადად სკოლას.

 

“ჩემთან მოვიდა ვენი და მითხრა, რომ მისი შვილიშვილიც საჯარო სკოლაში სწავლობდა და წარდმოგენაც არ სურდა, რომ მსგავსი ტრაგედია იქ მომხდარიყო. ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად მომხდარზე და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლისთვის მილიონი დოლარი გადაგვერიცხა. იმედი გვაქვს, რომ ოდნავ შვებას მოუტანს სკოლას და მათ ოჯახებს” - მარკ დევისი, რაიდერსის პრეზიდენტი

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ