Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

არსენალს სანატრელი ჩემპიონობისთვის მძიმე კალენდარი ელოდება

არსენალს სანატრელი ჩემპიონობისთვის მძიმე კალენდარი ელოდება

ლონდონის არსენალი 2022-23 სეზონში საუცხოო ფეხბურთს თამაშობს. მიკელ არტეტამ მართლაც რომ გაუმართლა იმედები მეთოფეთა გულშემატკივარს და სამი წლის შემდეგ ჩრდილო ლონდონელები საჩემპიონო გუნდად ჩამოაყალიბა.

 

19 ტურის შემდეგ, 50 ქულით არსენალი დამაჯერებლად ლიდერობს პრემიერლიგას, თუმცა მეორე ადგილზე პეპ გუარდიოლას მონსტრი მოსდევს და სხვაობა სულ რაღაც 5 ქულაა. 

 

არტეტას გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ესპანელი მწვრთნელი უკვე მეოთხე წელია აშენებს კლუბს. ამიტომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გულშემატკივრებს იმედი, რომ ინგლისის ჩემპიონობა საბოლოოდ სწორედ მეთოფეებს დარჩებათ. 

 

ლონდონის არსენალის ფილოსოფია შემტევი თამაშია და არა მხოლოდ მათ ფანებს ახარებს ის ფაქტი, რომ ჩრდილოელები ულამაზესი ფეხბურთით პირველ ადგილზე არიან. კარგი იქნება თუ კლუბების უმეტესობა მათ მაგალითს აიღებს და ისე ააშენებენ თავიანთ გუნდებს, როგორც ეს მიკელ არტეტამ მოახერხა. პირველ რიგში საუბარია შედარებით მცირე ბიუჯეტზე. არსენალი არ ხარჯავს ყოველი სეზონის წინ 250-300 მილიონ ფუნტს. ისინი აკეთებენ სწორ ტრანსფერებს და მოჰყავთ საჭირო ფეხბურთელები. შედეგი კი სახეზეა, გავიხსენოთ თუნდა კლოპის ლივერპული საწყის ეტაპზე.

 

თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია არსენალის კალენდარი პრემიერლიგის დასკვნით ნაწილში. 

 

ლონდონელების დარჩენილი მატჩები:

 

  • ევერტონი - არსენალი
  • არსენალი - ბრენტფორდი
  • არსენალი - მანჩესტერ სიტი
  • ასტონ ვილა - არსენალი
  • ლესტერი - არსენალი
  • არსენალი - ბორნმუთი
  • ფულემი - არსენალი
  • არსენალი - კრისტალ პალასი
  • არსენალი - ლიდსი
  • ლივერპული - არსენალი
  • ვესტ ჰემი - არსენალი
  • არსენალი - საუთჰემპტონი
  • მანჩესტერ სიტი - არსენალი
  • არსენალი - ჩელსი
  • ნიუკასლი - არსენალი
  • არსენალი - ბრაიტონი
  • ნოტინგემი - არსენალი
  • არსენალი - ვულვზი

 

ლონდონელებს ზედიზედ რთული მატჩები ელით, თუმცა ვუსურვოთ წარმატებები მიკელ არტეტას და მეთოფეების ფანებს! 

 

ამ ეტაპზე ბუკმეიკერები მათ ჩემპიონობას 1.70 კოეფიციენტით აფასებენ, სიტის - 2.20 კოეფიციენტით.

 

რას ფიქრობთ, ვინ მოიგებს წელს ინგლისს?! 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ