Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

9 ყველაზე პოპულარული აზარტული თამაში

9 ყველაზე პოპულარული აზარტული თამაში

აზარტული თამაშები ყოველთვის არსებობდა. ადამიანებს უყვართ შეჯიბრი ლოგიკაში, აზროვნებაში. ამ სტატიაში კი ნახავთ ყველაზე პოპულარულ თანამედროვე თამაშებს.

 

#9. ნარდი - ხალხი ამ თამაშს 5000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თამაშობს, რასაც ისტორიული მტკიცებულებები აქვს. მაგალითად, ნარდიანი დაფების უძველესი ნაპოვნია მცირე აზიაში და თარიღდება ძვ.წ 5000 წელს და ამ თამაშის ანალოგი აღმოჩნდა ფარაონის ტუტანხამუნის სამარხში (ძვ. წ. XV საუკუნე).




 

#8. კრეპსი (აზარტული თამაში კამათლით) - ერთ-ერთი ყველაზე ძველი აზარტული თამაშია, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში იყო ცნობილი. მას თითქმის ყველა თამაშობდა. ჩვენამდე მიღწეული უძველესი კამათელი ნაპოვნია ძველ შუმერულ ქალაქებში. აღნიშნული თამაში საკმაოდ პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, და უძველეს ამფორებზე ნაპოვნია მისი თამაშის პროცესის გამოსახულებები.




 

#7. დომინო - საფრანგეთში გამოიგონეს და თავდაპირველად ეს თამაში განკუთვნილი იყო მენტალური პრობლემების მქონე ბავშვებისათვის. თუმცა, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ დომინოს სამშობლო ჩინეთი და ინდოეთია.



 

#6. რულეტკა - ის თუ საიდან იწყება რულეტკის ისტორია, ძნელი გასარკვევია. ბევრი ვარაუდობს რომ რულეტკის წარმომავლობა იწყება ჩინეთიდან და ამბობენ რომ იგი გავრცელდა მსოფლიოში დომენიკელი ბერების მიერ მოგზაურობის ხარჯზე. სხვები ამბობენ რომ რულეტკა უძველეს რომში წარმოიშვა, როდესაც ჯარისკაცები გვერდზე აწვენდნენ ეტლებს და მათ ბორბლებში ბურთებს ატრიალებდნენ. სხვა თეორეტიკოსების აზრით კი ეს გამოგონება ეკუთვნის 1500 წლის ევროპულ მოხეტიალე კარნავალებს.




 

#5. ბლექჯეკის - ისტორია 1700-იანი წლებიდან იწყება და მის გამომგონებლებად ხშირად მოიაზრებიან ფრანგები. ფრანგული თამაშები “chemin de fer”და “French Ferme”, ასევე, თამაში “vingt-et-un” (ოცი და ერთი) ფრანგულ კაზინოებში დაახლოებით 1700 წელს გამოჩნდა და შეერთებულ შტატებში 1800-იან წლებში განიცადა მიგრირება.




 

#4. პოკერის - ფუძემდებელ თამაშად ითვლება მე-16 საუკუნეში საფრანგეთში არსებული თამაში Poque. ამ თამაშში შესაძლებელი იყო ფსონებით ვაჭრობა და ბლეფიც. ამ თამაშმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა კანადაში და სწორედ აქედან ხდება მისი გავრცელება ამერიკის შეერთერბულ შტატებში. 

 

1834 წელს ჯონატან. ჰ. გრინმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „An Exposure of the Arts and Miseries of Gambling“, რომელშიც Poque თამაშის ნაირსახეობებზე წერდა და პირველად გამოიყენა სიტყვა Poker. მან ასევე გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „The Cheating Game“, რომელიც შულერების სახელმძღვანელოდ იქცა და დიდი პოპულარობა მოიპოვა, სწორედ აქ მან წიგნის დიდი ნაწილი სწორედ პოკერის თამაშს დაუთმო.




 

#3. ტოტალიზატორი - პირველი სათამაშო სახლები რომის იმპერიაში გაჩნდა. მსგავსი დაწესებულებების დაბადების თარიღად ისტორიკოსები ჩვ.წ.აღ.- მდე 557–ე წელს ასახელებენ, როდესაც რომის მეფემ ლუციუს ტარკვინიუს პრისკუსმა მოსავლის მფარველი ღმერთის ქონსის პატივსაცემად ე.წ. “დიდი ცირკი“ აღმართა. აქ თავმოყრილი იყო სხვადასხვაგვარი გასართობები, ხალხი ფსონს დებდა ტოტალიზატორში, თამაშობდნენ ძვლისგან გამოთლილი კამათლებით. პუბლიკა დიდ ცირკში, თამაშსა და გართობაში ათენ–აღამებდა.




 

#2. სლოტების - ისტორია იწყება პირველი მექანიკური სლოტის მანქანით, რომელსაც თავისუფლების ზარი (Liberty Bell)  ერქვა. იგი 1895 წელს გამოიგონა ავტომობილის მექანიკოსმა ჩარლზს ფეიმ. 




 

#1. ლოტო - ქართული ლატარიის ისტორია 2009 წელს იწყება. დაფუძნებიდან ერთ თვეში ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ტენდერში გამარჯვებულად ცხადდება და ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას იღებს. იმ დროისთვის კომპანია 100%-ით კერძო იყო და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ შპს „ლექსორ კაპიტალ კორპს“ ეკუთვნოდა.





 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ