Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჟურნალისტმა, პირდაპირ ეთერში, ლოტოში გაიმარჯვა და სამსახურიდან წავიდა

ჟურნალისტმა, პირდაპირ ეთერში, ლოტოში გაიმარჯვა და სამსახურიდან წავიდა

ესპანელ ჟურნალისტს, ნატალია ესკუდეროს, შობის ღამეს, პირდაპირ ეთერში ლატარიაში გამარჯვებული უნდა გამოევლინა, რა დროსაც, RTVE-ს ჟურნალისტმა ზუსტად ის ციფრები დაასახელა, (2 6 5 9 0) რაც მას ჰქონდა ნაყიდი.

 

ესკუდერო სიხარულისგან გადაირია, გახსნა შამპანური, გადაივლო თავზე და თქვა რომ აღარ სურდა ჟურნალისტად მუშაობა, ქალაქ ვალენსიადან კამერაში კოლეგებს ხელი დაუქნია და სამსახურიდან წავიდა.

 

წესით, ლატარიაში გამარჯვებულს 400,000 ევრომდე უნდა მოეგო. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ნატალიას მხოლოდ 5,500 ევრო შეხვდა.

 

საქმე იმაშია, რომ ესპანეთის ლატარიაში მოთამაშე რიცხვებს თვითონ არ ირჩევს. ჯიხურებში ყიდულობენ ბილეთს, სადაც უკვე მოცემულია პოტენციურად გამარჯვებულის რიცხვები. 

 

2 6 5 9 0 ციფრებიანი ბილეთი კი ბევრ მოთამაშეს შეხვდა და თანხა თანაბრად გადანაწილდა გამარჯვებულებზე.

 

ნატალია ესკუდერო ჟურნალისტურ კარიერას 25 წელი აწყობდა. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ