თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც ერთი-მეორეზე მომხიბლავია. მათზე ფილმებია გადაღებული, წიგნებია დაწერილი. ზოგმა მდიდრულად იცხოვრა, ზოგიც კი - სიღარიბეში გარდაიცვალა. ამ ადამიანებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ხალხს მისცეს სტიმული, რათა აეწყოთ მოთამაშის კარიერა, ესწავლათ ტექნიკა, გაწაფულიყვნენ პრაქტიკაში.
ჯოზეფ ჯაგერი - ინგლისელი ინჟინერი, რომელმაც 1870 წელს 6 ადამიანი დაიქირავა და გაგზავნა მონტე კარლოში რულეტკის შედეგების შესაგროვებლად. ეს ადამიანები, დგებოდნენ თითოეულ მაგიდასთან და იწერდნენ ყველა შედეგს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯაგერმა შედეგები გააანალიზა და აღმოაჩინა ერთი მაგიდა, სადაც რამდენიმე ციფრი სტატისტიკურად ყველაზე მეტჯერ მეორდებოდა ბორბალზე. 1901 წელს საფუძვლიანად მომზადებული ჯაგერი თავად ჩავიდა მონტე კარლოში და რულეტკაზე მოიგო იმ დროისათვის რეკორდული თანხა - 120 000 ფუნტი სტერლინგი, რაც ჩვენი საზომებით 12 მილიონი ფუნტს უდრის. როგორც კაზინოს ჩანაწერებშია მოხსენიებული, ჯაგერს მეტის მოგებაც შეეძლო, მაგრამ კაზინოს მეპატრონეები მიხვდნენ რაშიც იყო საქმე, რულეტკის ბორბალი მოხსნეს და ღერძზე რამდენიმე გრადუსით შებრუნებული დაამაგრეს, შესაბამისად ჯაგერის გამოთვლები უკვე გამოუსადეგარი გახდა.
ჯონ მონტეგუ - ბრიტანელი დიპლომატი, პოლიტიკოსი, რომელიც მოღვაწეობდა მეთვრამეტე საუკუნეში. მას ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები მეგობრებთან ერთად. ლეგენდა ამბობს, როდესაც დიდი ხანი გრძელდებოდა თამაში და არ ჰქონდათ შესვენების დრო, იგი ხშირად ითხოვდა, მოეტანათ სათამაშო მაგიდასთან ორი პურის ნაჭერში ჩადებული ხორცი. საბოლოოდ, ამ სნექს დაერქვა სენდვიჩი და დღემდე მაგ სახელით არის ცნობილი.
ბრაიან მოლონი - კომპულსური მოთამაშე, რომელიც ხშირად ხვდებოდა გაზეთების პირველ გვერდზე ცუდი სათამაშო სტილის გამო. მან მიითვისა კომპანიის 10 მილიონი დოლარი და ეწვია ატლანტიკ სითის, სადაც უმალ წააგო თანხის დიდი ნაწილი. 1982 წლის აპრილში იგი დააკავეს და მიუსაჯეს ორ წელიწად-ნახევარი. მის ისტორიაზე დაიწერა წიგნი „Stung”, ასევე, გადაიღეს ფილმი „Owning Mahowny”, სადაც მთავარ როლს ოსკაროსანი ფილიპ სეიმურ ჰოფმანი თამაშობს.
ჯეიმს ბატლერ ჰიკოკი - ასევე ცნობილი როგორც ვაილდ ბილი. ყველაზე ცნობილი მოთამაშე ამერიკის ძველი დასავლეთის ერაში. მისი საყვარელი თამაში იყო პოკერი, რაც ვირტუოზულად გამოსდიოდა. 1876 წელს, ვაილდ ბილი, თავის საყვარელ ბარში პოკერს თამაშობდა, რა დროსაც, ჯეკ მაქქოლმა კარი შემოაღო და იარაღით ადგილზე მოკლა ჰიკოკი. ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ამბობენ, ჯეკს დიდი თანხა მართებდა.
სიკვდილის პირას, ვაილდ ბილს რვიანების და ტუზების წყვილი ეჭირა. დღეს, ამ ხელს „მკვდარი კაცის ხელს“ ეძახიან მოთამაშეები.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ