Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კაცმა შეყვარებულს ერთი სპინი დაატრიალებინა, ჯეკპოტი დაეცათ, მაგრამ მოგებული თანხა კაზინომ გოგოს გადასცა

კაცმა შეყვარებულს ერთი სპინი დაატრიალებინა, ჯეკპოტი დაეცათ, მაგრამ მოგებული თანხა კაზინომ გოგოს გადასცა

66 წლის იან ფლატო Hard Rock კაზინოში სლოტებს თამაშობდა. გვერდით მეგობარი გოგო, 35 წლის მარინა მედვედევა ეჯდა და სთხოვა მას ერთი სპინი მის მაგივრად დაეტრიალებინა. ფლატოს მარინას იღბლიანი ხელის სჯეროდა და მართლაც, სასწაულებრივად, ზუსტად იმ 50 დოლარიანი სპინით $100,000-იანი ჯეკპოტი დაეცათ.

 

გახარებული და ექსტაზში ჩავარდნილი ფლატო კაზინოს ადმინისტრაციამ უმალ “დაამშვიდა”. Hard Rock კაზინოს წესების მიხედვით, მოგებული თანხა ეკუთვნის იმას, ვინც სპინზე ხელს დაარტყამს. ამ შემთხვევაში, მარინა მედვედევამ მოიგო 100,000 დოლარი და არა იან ფლატომ. 

 

გაბრაზებულმა ფლატომ ჩხუბი და აურზაური ატეხა, თუმცა ვერაფერს გახდა. მედვედევას კაზინომ 50,000 დოლარი ნაღდი ფული გადასცა და 50,000-ის ჩეკი გამოუწერა.

 

მარინამ თანხა მთლიანად მიითვისა და თქვა, რომ თავიდან მთლიანად აპირებდა თანხის მიცემას იანისთვის, მაგრამ როდესაც დაინახა თუ რა დღეში ჩავარდა, ამის გამო გაბრაზდა და ცენტიც არ მიუცია ფლატოსთვის.

 

მარინა მედვედევა: “როდესაც იანმა გაიგო, რომ თანხა ჩემი იყო გაგიჟდა და ჩხუბი ატეხა. საყვარელი ადამიანისგან ასეთ სიხარბეს არ მოველოდი და მას დოლარსაც არ მივცემ”.

 

მოგვიანებით იან ფლატომ მუქარის მესიჯი გაუგზავნა, რაც მედვედევამ საჯაროდ გამოაქვეყნა.

იან ფლატო წერს: “ჩემი სახით მტრის ყოლა კარგს არაფერს მოგიტანს”

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ