Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ჩინელმა ბავშვმა პატრულში დარეკა და მოთამაშე მშობლები ჩაუშვა

ჩინელმა ბავშვმა პატრულში დარეკა და მოთამაშე მშობლები ჩაუშვა

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მდებარე ქალაქ მეიშანში მცხოვრებმა ბავშვმა პოლიციაში დარეკა და სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ მისი მშობლები მეგობრებთან ერთად მაჯონგს თამაშობდნენ.

 

საქმე იმაშია, რომ ქალაქში კორონავირუსია გავრცელებული და მთავრობა მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. 

 

როდესაც ბავშვმა დაინახა სტუმრები, აიღო ტელეფონი და დედ-მამის მეგობრების სახლიდან გასაყრელად დარეკა პატრულში.

 

დღესდღეობით, პატარა ქალაქში აკრძალულია ქორწილები და მსგავსი ხალხმრავალი ღონისძებები. მეიშანში 170-ზე მეტი ადამიანია კორონავირუსით დაავადებული. 

 

ასე ზრუნავს პატარა ჩინელი თავის მშობლებზე და თავის თავზეც.  

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ