Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლოტოში გამარჯვებულმა თანხა სულ დახარჯა და მაკდონალდსში სამუშაოდ დაბრუნდა

ლოტოში გამარჯვებულმა თანხა სულ დახარჯა და მაკდონალდსში სამუშაოდ დაბრუნდა

25 წლის უელსელმა ლუკ პიტარდმა 1,900,000 დოლარი მოიგო, თუმცა სულ დაეხარჯა კანარის კუნძულებზე მოგზაურობასა და გართობაში. 

 

პიტარდმა, ასევე, შეიძინა დიდი სახლი, ძვირადღირებული მანქანა, გადაიხადა ოცნების ქორწილი და უფულოდ დარჩა.

 

ლუკ პიტარდმა ინტერვიუში თქვა:

“ხალხს ალბათ გონია, რომ გაბრაზებული ვარ თანხის გაფლანგვის გამო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ცხოვრებაში მთავარი ფული არაა. მე მიყვარდა მაკდონალდსში მუშაობა, იმ პერიოდში მოვიგე მილიონ დოლარზე მეტი და ახლაც სიამოვნებით გავაგრძელებ ჩემ საყვარელ საქმეს”.

 

პიტარდმა მაკდონალდსში გაიცნო შეყვარებული ემა კოქსი, ვისთან ერთადაც მოიგო ჯეკპოტი. წყვილმა ლურსმანზე ჩამოკიდა სამუშაო უნიფორმა, გადაიხადეს ოცნების ქორწილი, თაფლობის თვე გაატარეს კანარის კუნძულებზე, შეიძინეს 300,000 დოლარიანი სახლი და დანარჩენი თანხა გართობაში გაფლანგეს.

 

მაკდონალდსის ფილიალის მენეჯერმა, კატერინ ჯონსმა თქვა, რომ ლუკ პიტარდი შესანიშნავი თანამშრომელია და ბედნიერია, რომ კვლავ მის გუნდში მუშაობს. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ