Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ალ პაჩინო vs რობერტ დე ნირო

ალ პაჩინო vs რობერტ დე ნირო

ყოველთვის დავის საგანია, რომელი ჯობია, ალ პაჩინო თუ რობერტ დე ნირო. 

 

ძირითადად, რა თქმა უნდა, ორ გენიალურ მსახიობს ორი საოცარი ფილმით ადარებენ:

 

ალ პაჩინო თამაშობს მაიკლის როლს ფრენცის ფორდ კოპოლას ფილმში “ნათლია” და სერჯიო ლეონეს გუნდში გადადის რობერტ დე ნირო, რომელმაც ნუდლსის როლი შეასრულა ფილმში - “ერთხელ ამერიკაში”.

თუმცა, დღეს მხოლოდ კოპოლას გენიალური ფილმით, Godfather-ით ვიმსჯელებთ.

 

თქვენ ვისკენ ხართ?

 

კოეფიციენტები ასე გავყავით:

 

ალ პაჩინო - 1.85

 

რობერტ დე ნირო - 1.85

 

 

სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ყოველთვის დე ნირო მერჩივნა ალ პაჩინოს, როგორც მსახიობს, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მაიკლ კორლეონეზე და ნათლიაზე აქ უკვე მიჭირს...

 

გენიალური ალ პაჩინო ისე თამაშობს მაიკლის როლს, თითქოს დაბადებული იყოს ნაბოლარა ძმის როლის შესრულებისთვის, რომელმაც უფროსი ძმის მკვლელობისთვის შური იძია და ძალაუფლება უნებლიედ ჩაიგდო ხელში.

 

მისი წყნარი ტონი, თავდაჯერებულობა, გამჭრიახობა, ჭადრაკისებული ცოდნა მაფიასა და ოჯახის კონტროლში შოკისმომგვრელი და შესაშურია. 

ჯარისკაცი, რომელმაც პატიოსანი ცხოვრება და პოლიტიკური კარიერა ოჯახს შესწირა. მაიკლ კორლეონე.

 




 

ნათლიმამას მეორე სერიაში ვეცნობით დონ ვიტო კორლეონეს ახალგაზრდობას, რომელსაც რობერტ დე ნირო თამაშობს.




 

თუ ვინმე ამ სტატიას კითხულობთ და ჯერ არ გაქვთ ნანახი ეს ფილმი, გეტყვით, რომ დე ნიროს დახვეწილი აქცენტი, მიხვრა-მოხვრა, უბრალო ხალხთან დამოკიდებულება, ერთგულება, ვაჟკაცობა და სიმამაცე სამაგალითოა.

 

ვიტო კორლეონეს უშვებენ სამსახურიდან, რომელიც არაფერს იმჩნევს მაღაზიაში და ცოლს მხოლოდ ერთ მსხალს მიართმევს, მოუყვება სიმართლეს და მეუღლეც იტალიელ ქმართან ბედნიერია. 

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ