Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

3.84 კოეფიციენტი ბარსა-ბაიერნიდან

3.84 კოეფიციენტი ბარსა-ბაიერნიდან

დღეს, მთელ დედამიწაზე გარდა ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივრებისა, ყველას ჰგონია, რომ მიუნხენის ბაიერნი აუცილებლად გავა შემდგომ ეტაპზე, რასაც ასე მარტივად არ ვეთანხმები.

 

გავიხსენოთ ბაიერნის ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონი, სადაც მერვედფინალში პატარა ბავშვებივით დაიჩაგრნენ ლივერპულელებთან.

 

ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ წინა სეზონი რა შუაში არისო. იმ შუაშია, რომ წლევანდელი სეზონის პირველ წრეში ზუსტად იმ ფეხბურთს თამაშობდა ბაიერნი, რასაც შარშან. 

 

არ მინდა მიუნხენური გრანდის ქომაგებს ვაწყენინო, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ წლევანდელ სეზონში, ბუნდესლიგაში, 17 ტურის შემდეგ, ანუ პირველი წრის ბოლოს, ბაიერნი მესამე ადგილს იკავებდა და ჩამორჩებოდა ლაიფციგსა და მიუნხენგლადბახის ბორუსიას. რეკორდმაისტერისთვის როგორი საზომიცაა ბუნდესლიგა კი ყველამ კარგად ვიცით. 

 

კი ბატონო, გვახსოვს ლონდონში 2-7 და შემდეგ ჩელსის განადგურებაც, მაგრამ ფრანკფურტში 5-1 წაგებაც გვახსოვს. დღეს ბარსელონაზე ვლაპარაკობთ და არა ყველაზე ცუდ ტოტენჰემზე ბოლო 10 წლის მანძილზე და ყველაზე ცუდ ჩელსიზე ბოლო ხუთ წელიწადში. 

 

ისიც მართალია, რომ 14 დეკემბრის შემდეგ მიუნხენის ბაიერნს არ წაუგია თამაში ბუნდესლიგაში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენოთ, რომ ლიონელ მესის ბარსელონას ხვდება დღეს მიუნხენური გრანდი და არა სხვა რომელიმე კლუბს.

 

ეს ყველაფერი იმიტომ არ ვილაპარაკე, რომ ბარსელონას გასვლას ვფიქრობ. ჩემი აზრით, კატალონიელები 4-ჯერ მაინც დაარტყამენ გერმანელების კარში. თუ იმ ლოგიკასაც მოვიშველიებთ, რომ ბაიერნი უფრო შეუტევს, უფრო გაუტანს და უფრო გავა შემდგომ ეტაპზე ვიდრე ბარსელონა. მაშინ ლოგიკურია ხომ ბარსას 4 კარში დარტყმა? 

 

ამდენი კიდევ იმიტომ ვილაპარაკე რომ, დაძაბულს შეხვედრას ველოდები, მარტივად ვერ გავა ბაიერნი და მეორე ტაიმში წამოვა 3 ყვითელი ბარათი. თან მსაჯიც ხელს გვიწყობს, სლოვენიელი დამირ სკომინა, რომელიც ჩემპ. ლიგაზე საშუალოდ 5.50 ბარათს იღებს. ურთიერთშეხვედრებსაც თუ გადავხედავთ, დაძაბულ მატჩებში მოდის ყვითლები.

 

ბოლო პოზიცია ნაკლები კუთხური გვგონია. ბარსას არც გუარდიოლას დროს უყვარდა კუთხურები, არც პეპის ეპოქის შემდეგ და მითმეტეს არც ეხლა კიკე სეტიენის ხელში. 

 

სეტიენს საერთოდ რა უყვარს, როგორი ფეხბურთი, ძნელი გასარკვევია. რთულია მაყურებელი მიხვდე თუ რა ხიბლია უამრავ უკან პასში და ბურთის გორებაში. ჩვენი აზრით, 11-ზე ნაკლები კუთხური წამოვა.

 

ბარსელონა - ბაიერნი

 

პირველი გუნდის კარში დარტყმები 3.5 - მეტი (1.60)

 

ბარათები მეორე ტაიმში 2.5 - მეტი (1.55)

 

კუთხურების რაოდენობა 10.5 - ნაკლები (1.55)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი!

 

გვითხარი შენი აზრი კომენტარებში.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ