Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ელმერ შერვინმა $100 ფსონით პირველივე დარტყმაზე ჯეკპოტი მოიგო

ელმერ შერვინმა $100 ფსონით პირველივე დარტყმაზე ჯეკპოტი მოიგო

იღბლიანი სლოტი

 

ლას ვეგასში “Megabucks” ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან სლოტის აპარატად მიიჩნევა. 1989 წელს, ელმერ შერვინმა 100 დოლარიანი ფსონით პირველივე დარტყმაზე 5 მილიონ დოლარიანი ჯეკპოტი მოიგო. მოგებული თანხით შერვინმა მთელ მსოფლიოში იმოგზაურა. 16 წლის შემდეგ დაბრუნდა ვეგასში, იმავე სლოტს მიუჯდა და კვლავ ჯეკპოტი დაეცა, ამჯერად 21 მილიონ დოლარიანი, თუმცა მოგებულის რაღაც ნაწილი ქარიშხალ კატრინასგან დაზარალებულებს გადაურიცხა. მაგრამ ელმერის შთამომავლებს მაინც შეუძლიათ ფეხი ფეხზე გადადებულებმა იცხოვრონ.

 

ლოს ანჯელესელი პროგრამისტი ლას ვეგასში კალათბურთის მატჩს ესწრებოდა. შესვენებაზე გადაწყვიტა 100 დოლარით სლოტები ეთამაშა. ისიც იგივე აპარატს, “Megabucks” მიუჯდა და მანაც მოიგო 40 მილიონ დოლარიანი ჯეკპოტი. ერთჯერადად ამხელა თანხის გატანა შეუძლებელი იყო, ამიტომ, ნევადას შტატის კანონის მიხედვით, ის 25 წლის მანძილზე რეგულარულად მიიღებს კუთვნილ თანხას. 

 

რულეტკის კაცი

 

ჯოზეფ ჯაგერს რულეტკის კაცს ეძახიან. ის იყო პერსონა ნონ გრატა ევროპის უამრავ კაზინოში. ჯოზეფი რულეტკაში ყოველთვის დებდა ცხრიანზე და გასაოცრად, მუდმივად ზრდიდა მოგებულს.  Beaux-Art Casino-ს ადმინისტრაცია მაშინღა მიხვდა ჯაგერის წარმატების საიდუმლოს, როცა მან უკვე რამდენიმე მილიონი ფრანკი მოიგო. ჯოზეფს არჩეული ჰქონდა კონკრეტულად ერთი რულეტკის ბორბალი, სადაც ცხრიანთან თვალისთვის შეუმჩნეველი დამრეცი ადგილი იყო და ბურთიც ზუსტად იქ ვარდებოდა. მისი იღბალი იმ მომენტიდანვე შეწყდა, როგორც კი გამოცვალეს რულეტკა, თუმცა ჯაგერმა სხვა კაზინოშიც მიაგნო დეფექტიან მაგიდას. 

 

დიდი მოგება ონლაინკაზინოში

 

2013 წელს ონლაინსლოტებში დაფიქსირდა რეკორდული მოგება. 40 წლის ფინელმა მოთამაშემ “Mega Fortune”-ში 18 მილიონი დოლარი მოიგო. 


 

ბოლოს კი გეტყვით, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი იღბლიანი ვარსკვლავი აქვს. მოთამაშეები ცდას არ აკლებენ ჯეკპოტის მოსაგებად. მათ იციან, რომ ერთ დღესაც დიდი გამარჯვება მათ დარჩებათ. 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ