Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

82 წლის ჯეკპოტის გამარჯვებულმა ღვინო სულ გამოწრუპა და მარაგის შევსებას ითხოვს

82 წლის ჯეკპოტის გამარჯვებულმა ღვინო სულ გამოწრუპა და მარაგის შევსებას ითხოვს

კორონავირუსის მკაცრი იზოლაციის გამო ხალხს სახლში პროდუქტების მარაგი ეწურებათ ხოლმე და შემდგომ მიდიან საყიდლებზე, რათა კვლავ შეავსონ მაცივარი. 

 

82 წლის ქალბატონმა, ანეტმა, რომელმაც 2013 წელს გადასაფხეკიან ბილეთში 50,000 დოლარი მოიგო, ღვინის მარაგი სულ გამოწრუპა და ფანჯარაში დიდი ბანერი გამოაკრა, რომელზეც ეწერა: “მჭირდება მეტი ღვინო”.  

 

მოგეხსენებათ, რომ 70 წელზე ზემოთ ადამიანებისთვის გარეთ გასვლა უფრო სახიფათოა ვიდრე შედარებით ახალგაზრდებისთვის.

 

ბებოს 6 შვილი ჰყავს და როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა, კელი მიულერმა ანეტის მონახულება გადაწყვიტა, კელის სასაცილო სცენა დახვდა. დედამისს სახლის ფანჯარაში გამოეკრა ზემოთ ხსენებული ბანერი და ხელში ეჭირა ღვინის ცარიელი ბოთლი, რომელიც უფრო მეტ ღვინოს ითხოვდა მისი შვილებისგან. 

 

 

კელი მიულერი: “როდესაც 82 წლის დედაჩემის მოსანახულებლად წავედი, გზაში ვფიქრობდი თუ რა პროდუქტი მიმეტანა მისთვის, მაგრამ ჯერ ადგილზე მისვლა გადავწყვიტე, რათა ერთად ჩამოგვეწერა ყველა ის პროდუქტი, რომელიც მას დასჭირდებოდა. ადგილზე მისულს ძალიან სასაცილო სცენა დამხვდა, 82 წლის დედაჩემი მოუსვენრად ელოდა ჩემს გამოჩენას, რათა მისთვის ღვინო მეყიდა. ანეტს ძალიან უყვარს ჩემთან ერთად დალევა და ჰოკეის მატჩების, NHL-ის ყურება”.

 

 

ბოლოს კი ბებია ასე გაახარეს

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ