19 წლის ხოსე ნუნიესმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც ბევრი ჩვენგანი არ იზამს. მან ფულით სავსე ჩანთა იპოვა, სადაც 135,000 დოლარი იდო და იმწამსვე ბანკსა და პოლიციაში დარეკა. თინეიჯერმა პატიოსანი საქციელით მთელი მსოფლიო გააკვირვა.
135,000 დოლარი პოლიციამ ბანკში დააბრუნა და პატრონიც იპოვა. ხოლო, 19 წლის ხოსეს, რომელიც კრიმინალური სამართალწარმოების ფაკულტეტის სტუდენტია, საჩუქრად 500 დოლარი გადაეცა.
პატიოსანი ნუნიესი ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის გუნდის საფეხბურთო მატჩს უფასოდ დაესწრება.
პოლიციის დეპარტამენტი, სადაც 19 წლის ხოსემ დარეკა, მომავალ პოლიციელს, ნუნიესს ექსკურსიას მოუწყობს კრიმინალურ ლაბორატორიასა და სხვადასხვა პოლიციის დაწესებულებებში.
ხოსე ნუნიესი
ასევე, პოლიციამ თინეიჯერს შესთავაზა საზოგადო უსაფრთხოებაში სამსახური, რისი მეშვეობითაც ხოსეს კოლეჯის თანხის გადახდა გაუმარტივდება.
19 წლის პატიოსანი ხოსე ნუნიესი:
“როდესაც ჩანთა გავხსენი, შიგნით ის 50 და 20 დოლარიანი კუპიერებით იყო გამოტენილი. არ ვიცოდი რა მექნა, შოკში ვიყავი, დავჯექი და ვფიქრობდი თუ როგორ მოვქცეულიყავი. ოცნებებმა წამიღო, თუმცა უცებ დედაჩემი გამახსენდა, რას იზამდა თუ სახლში ჩანთით სავსე ფულით დავბრუნდებოდი? ალბათ ჩუსტს მირტყამდა თავში და თანხას დამაბრუნებინებდა. ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე და ჩემი მშობლები ჩემით ამაყობენ”.
პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მაიკ გირი:
“უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ხოსე ნუნიესის ნაირი ახალგაზრდებიც გვეზრდებიან ქალაქში. მისი ქცევით ყველა დავრწმუნდით, რომ რწმენა არ უნდა დავკარგოთ”.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ