Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

NBA-ს მსაჯის აღიარება ჩაწყობილ თამაშებზე

NBA-ს მსაჯის აღიარება ჩაწყობილ თამაშებზე

2007 წლის ივლისში, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) საჯაროდ გამოამზეურა ფაქტი: 2005-06 და 2006-07 NBA-ს სეზონებში, არბიტრი - ტიმ დონაჰი ფსონებს დებდა იმ მატჩებზე, რომლებსაც თვითონ მსაჯობდა. 

 

2007 წლის 15 აგვისტოს, სასამართლომ დონაჰი სცნო დამნაშავედ, მიესაჯა 15 თვიანი პატიმრობა და 3 წლიანი გამოსასწორებელი რეჟიმი. ჩაწყობილი თამაშებით მოსყიდულმა მსაჯმა, სულ რაღაც, 30,000 დოლარი გამოიმუშავა.

 

ალბათ ყველას გახსოვთ ლეგენდარული 2016 წლის NBA-ს ფინალები, სადაც Golden State Warriors-ი ლებრონ ჯეიმსის Cavaliers-თან 7 მატჩიან სერიებში დამარცხდა. მოგეხსენებათ, უორიორსს, თავის სასარგებლოდ, მიყავდა სერიები ანგარიშით 3-1. მეხუთე თამაშში დრეიმონდ გრინს მსაჯებმა საეჭვოდ მისცეს დისკვალიფიკაცია. ლებრონმა, კაირიმ და კლივლენდმა ის მატჩი იოლად მოიგეს და სერია სახლში გადმოიტანეს. 

 

ტიმ დონაჰიმ უორიორსის დაცვის ბურჯის, დრეიმონდ გრინის საეჭვო დასჯაზე განაცხადა, რომ NBA-მ სპეციალურად ჩაიდინა მსგავსი საქციელი ფინალების გასახანგრძლივებლად.

 

თუმცა, ვინ დაუჯერებს ადამიანს, რომელიც ფულს იგებს გაყიდულ თამაშებზე, რომლებსაც თვითონვე მსაჯობს?

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ