დღეს ძალიან მაგარი თამაშებია. განახლდა ესპანეთის ჩემპიონატი, დღეს დაიწყება იტალიის თასი, იუვე-მილანი.
პირველი პოზიცია გრანადა-ხეტაფედან გვაქვს, სადაც ყვითლებს ვფიქრობთ. ურთიერთშეხვედრებში ბევრი ბარათი ამოდის.
უკანასკნელი 5 ურთიერდაპირისპირება:
#1 თამაში - 10 ყვითელი
#2 თამაში - 6 ყვითელი
#3 თამაში - 8 ყვითელი
#4 თამაში - 7 ყვითელი
#5 თამაში - 7 ყვითელი
თან მაგარი მსაჯი განსჯის შეხვედრას, დავიდ ხიმენესი, რომელიც ლა ლიგაში საშუალოდ მატჩში 6.07 ბარათს იღებს, ამიტომ:
გრანადა - ხეტაფე
ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.40)
დავრჩეთ ესპანეთში. ვალენსია სახლში მიიღებს ლევანტეს. ვალენსიელებს აუცილებლად მოგება სჭირდებათ და შეუტევენ კიდეც მოსაგებად, ამიტომ ვფიქრობთ რომ მინიმუმ 13-ჯერ მაინც დაურტყამს კარისკენ ლევანტეს. მესტალიაზე სტატისტიკურადაც ბევრჯერ ურტყამს.
ამ მატჩში, ასევე, ჯარიმებსაც ვფიქრობთ, თან ტოტალიც არაა მაინცდამაინც დიდი და კარგი კოეფიციენტიც აქვს.
ურთიერთშეხვედრებში ხშირად ჯარიმდებიან გუნდები. ბოლო 6 შეხვედრის ჯარიმები:
#1 თამაში - 28 ჯარიმა
#2 თამაში - 31 ჯარიმა
#3 თამაში - 24 ჯარიმა
#4 თამაში - 29 ჯარიმა
#5 თამაში - 32 ჯარიმა
#6 თამაში - 40 ჯარიმა
მსაჯიც ხელს გვიწყობს. ხავიერ როხასი ცოტა ყვითელს იღებს, თამაშში საშუალოდ 3.86-ს, ამიტომ ვამჯობინეთ ჯარიმები. როხასი საშუალოდ 25.36-ჯერ აჩერებს ლა ლიგის თამაშს ჯარიმის გამო.
ვალენსია - ლევანტე
პირველი გუნდის დარტყმები 12.5 - მეტი (1.45)
ჯარიმების რაოდენობა 24.5 - მეტი (1.50)
შემდეგი პოზიცია გერმანიიდან გვაქვს. ჰოფენჰაიმი ლაიფციგს უმასპინძლებს. ერთი შეხედვით მარტივად მეტი გოლი ჩანს, მაგრამ კოეფიციენტი აქვს ძალიან დაბალი, ამიტომ არ ვიღებთ.
აი, 10 კუთხურს კი მაგარი კუში აქვს და ჩვენც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად ბევრი იქნება, რადგან ორივე გუნდს უყვარს კუთხურები და ურთიერთშეხვედრებშიც ძალიან ბევრი მოდის.
ჰოფენჰაიმი - ლაიფციგი
კუთხურების რაოდენბოა 9.5 - მეტი (1.60)
ბოლო პოზიცია კი იტალიის თასიდან გვაქვს. დღეს იუვენტუსი-მილანია. მართალია იუვეს ერთიანს ძალიან მაგარი კუში აქვს, მაგრამ მაინც მოვერიდეთ და მხოლოდ ბარათები დავწერეთ.
წარმიდგინეთ, იტალიის თასის ნახევარფინალში, იუვე-მილანში 6 ბარათი როგორ არ უნდა ამოვიდეს? თან მსაჯი ყველასათვის საყვარელი კაცია. ჯანლუკა როკი სტუდიაში!!!
იუვე - მილანი
ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.80)
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ