Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.48 კოეფიციენტი ევროპა ლიგაზე

4.48 კოეფიციენტი ევროპა ლიგაზე

გუშინდელთან შედარებით დღეს უფრო საინტერესო მატჩები გვაქვს ევროპა ლიგაზე. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დავიწყოთ ლევერკუზენი-რეინჯერსის განხილვით.

 

ერთი შეხედვით ბაიერი უკვე გასულია შემდეგ ეტაპზე და წესით დაძაბული თამაში არ უნდა იყოს, თუმცა მაინც ამოვარჩიეთ ორი კარგი პოზიცია, რომლებსაც შემოგთავაზებთ.

 

ორივე გუნდს უყვარს კუთხურების ჩამოწოდება. სავარაუდოდ, ლევერკუზენი გერმანულ ხასიათს გამოავლენს და 90 წუთის განმავლობაში კარგ ფეხბურთს ითამაშებს. ბაიერი სახელგანთქმულია ბუნდესლიგაში კუთხურების მოპოვებით და რეინჯერსის წინააღმდეგაც ჩამოაწვდის რამდენიმეს. 

 

თავის მხრივ შოტლანდიური, ბრიტანული ფეხბურთიც სახელგანთქმულია სტანდარტულებით და გლაზგოში დაფიქსირებული ანგარიშის მიხუედავად, სკოტებიც გამოავლენენ მებრძოლ ხასიათს, რაც ყოველთვის ჩვევიათ.

 

ამიტომ მინიმუმ 9 კუთხურს ველოდებით.

 

ამ მატჩში ასევე ვფიქრობთ ნაკლებ ყვითელ ბარათს, რადგან წინა შეხვედრაში 7 ყვითელი ამოვიდა. (3 რეინჯერსი, 4 - ლევერკუზენი). 

 

ამიტომ გუნდები ფრთხილად ითამაშებენ, რათა ფეხბურთელებმა შემდეგი ეტაპის მატჩი არ გამოტოვონ. წესით, განსაკუთრებით ფრთხილები ბაიერის მოთამაშეები იქნებიან.

 

მსაჯიც ხელს გვიწყობს. შეხვედრას ნიდერლანდელი დანი მაკელი განსჯის, რომელიც ევროპა ლიგაზე საშუალოდ 3.70 ბარათს იღებს. ერედივიზიაში კიდევ უფრო ნაკლებს, 2.94-ს.

 

ლევერკუზენი - რეინჯერსი 

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.40)

 

ბარათების რაოდენობა 4.5 - ნაკლები (1.50)


 

შემდეგი პოზიცია რომა-სევილიადან გვაქვს, რომელიც ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება და ერთი მატჩით გადაწყდება მეოთხედფინალისტის ბედი. 

 

ძალიან დაძაბულ შეხვედრას ველოდებით. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ უდგება სევილია ევროპა ლიგას და როგორ უყვარს ამ ტურნირზე თამაში. თავის მხრივ არც რომეალები იტყვიან ევროპის რანგით მეორე შეჯიბრში წარმატებაზე უარს, რადგან იტალიელები ამ მომენტისთვის არ არიან ჩემპიონთა ლიგისთვის მზად.

 

მოკლედ, ამ შეხვედრაში ჯარიმებს ველოდებით. კარგად ვიცით ესპანელების და იტალიელების დამოკიდებულება უხეშობაზე, თან ტოტალი დაბალი აქვს, კოეფიციენტი კი - მისაღები.

 

სევილია - რომა 

 

ჯარიმების რაოდენობა 23.5 - მეტი (1.48)


 

ბოლო პოზიცია ვულვზი-ოლიმპიაკოსიდან გვაქვს. პირველი მატჩი საბერძნეთში 1-1 დასრულდა და გადაწყვეტილი არაფერია. 

 

მართალია ვულვერჰემპტონმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, მაგრამ ინგლისელებს ევროთასებზე გამოცდილება აკლიათ. 

 

აი ბერძნული ოლიმპიაკოსის გარეშე კი რთულად წარმოსადგენია, რომელიმე ევროპული ტურნირი. 

 

ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ გააგდო წინა ეტაპზე ოლიმპიაკოსმა არსენალი. ნამდვილი დრამა. ბერძნებმა პირველი მატჩი შინ 0-1 წააგეს, მაგრამ გასვლაზე, ლონდონში დამატებით დროში, 120-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. 

 

ამიტომ დღეს ოლიმპიაკოსის კარში დარტყმებს ვფიქრობთ.

 

ვულვზი - ოლიმპიაკოსი

 

მეორე გუნდის კარში დარტყმები 2.5 - მეტი (1.44)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს! 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ