დეტროიტის პოლიციამ პოკერის მოთამაშის, სიუზი ჟაოს დამწვარი გვამი 13 ივლის აღმოაჩინა.
გასულ კვირას კი მკვლელის ვინაობაც გახდა ცნობილი. დამნაშავე 60 წლის ჯეფრი ბერნანრდ მორისია, რომელიც 1989 წელს ადამიანის გაუპატიურებისთვის დააპატიმრეს და სექსუალური მოძალადეა. პოლიციის განცხადებით მორისს არ აქვს ამერიკის პასპორტი და ის სხვადასხვა მოტელებში ცხოვრობს.
სიუზი ჟაო რამდენიმე კვირის წინ ლოს ანჯელესიდან მშობლიურ დეტროიტში დაბრუნდა, რათა ასაკოვანი მშობლებისთვის ყურადღება მიექცია. თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ სიუზი ხშირად მიდიოდა ზუსტად იმ სასტუმროს, რომელშიც მისივე მკვლელი ცხოვრობდა.
პოლიციამ ჯერჯერობით არ იცის თუ აქამდეც იცნობდნენ ან ჰქონდათ რაიმე კონტაქტი პოკერის მოთამაშესა და ჯეფრი მორისს.
31 ივლისს, უაით ლეიკის პოლიციამ, FBI-სთან ერთად, 275-ე ტრასაზე, დანაშაულის ადგილიდან 30 კილომეტრის მოშორებით, დააკავა დამნაშავე, რომელსაც ჰქონდა დაუზუსტებელი დაზიანებები.
პოლიციამ ეჭვმიტანილი ჰოსპიტალში გადაიყვანა, რომელიც გამოჯანმრთელებისთანავე ოუკლენდ ქაუნთის ციხეში მოხვდება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ