Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ცხოველთა დამცველები მამლების ჩხუბის ორგანიზატორების დაკავებას ითხოვენ

ცხოველთა დამცველები მამლების ჩხუბის ორგანიზატორების დაკავებას ითხოვენ

წლების მანძილზე, მართლაც უკვე დიდი ხანია, რაც კენტუკის შტატში, ამერიკაში ძალიან პოპულარულია დოღი, ძაღლების რბოლა და მსგავსი სპორტის სახეობები, სადაც ხალხს შეუძლია ფსონების ჩამოსვლა.

 

გამონაკლისი არც მამლების ჩხუბია, რომელიც არაკანონიერად იმართება უკვე საუკუნეებია და ცხოველთა უფლებადამცველები მუხლჩაუხრელად, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ იბრძვიან. 

 

არალეგალური თამაშების მოსპობა ძალიან ძნელია, თუნდაც ამერიკაშიც, თუნდაც ისეთი სპორტის სახეობა, სადაც ორი მამალი ერთმანეთს სიკვდილამდე ებრძვის. 

 

უეინ პესილი, ცხოველთა დაცვის პრეზიდენტი:

 

“კენტუკის შტატი მამლების ჩხუბის ტურნირების მსოფლიო ცენტრია. აქ დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ჩამოყავთ თავიანთი ფავორიტი მამალი, რათა ჩემპიონატში მიაღებინონ მონაწილეობა და ფრინველის წყალობით მოიგონ დიდი ფული”.

 

მამლების ჩხუბი ამერიკის ყველა შტატშია აკრძალული. მაგრამ წინა დეკემბერს, ჯორჯიაში ორმოცდაათამდე ადამიანმა მიიყვანა თავისი ფრინველი. ყოველ მონაწილეს 600 დოლარი უნდა გადაეხადა და გამარჯვებული მამლის პატრონი სახლში 27,000 დოლარით დაბრუნდებოდა. 

 

თუმცა პოლიციამ მიაგნო ტურნირის ადგილს და 20 ორგანიზატორი დააკავა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ