კანადელ ცნობილ რეპერს, დრეიკს ძალიან ბევრი ფული აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს გაერთოს სპორტით.
უკვე ბევრჯერ გვინახავს დრეიკის საოცარი ბილეთები, სადაც ასიათასობით დოლარებს დებს და ხშირადაც იგებს კიდეც. ამ შაბათ-კვირას კი კიდევ ერთი სასწაული ბილეთი გაამწვანა კანადელმა, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული პოზიცია, დალას მავერიკსის მეშვიდე თამაშის მოგება ედო ფინიქსში.
ლუკა დონჩიჩის დალასთან ერთად დრეიკს კიდევ ორი პოზიცია ეწერა, ორივე NHL-დან. ნიუ იორკ რეინჯერსს პიტსბურგისთვის უნდა მოეგო, ხოლო კალგარის - დალას სტარსისთვის.
სამივე პოზიცია, 8.64 კოეფიციენტი დაჯდა და 308,000 დოლარით დრეიკმა 3 მილიონ დოლარამდე მოიგო. ბილეთი კი მოგვიანებით თავის ინსტაგრამ გვერდზე დასთორა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ