კალათბურთის ფანებმა იციან, რომ დუეინ უეიდი ახალგაზრდობაში აივერსონის დიდი ფანი იყო. ბევრის აზრით, სწორედ ალენის გამო თამაშობდა უეიდი სამ ნომრიანი მაისურით.
The Lefkoe Show-ს ბოლო ეპიზოდში მაიამი ჰიტის ცოცხალმა ლეგენდამ გაიხსენა საინტერესო და სასაცილო ისტორია:
“ერთხელ პუერტო რიკოში ვართ. მაშინ NBA-ს ახალწვეული ვიყავი. ერთ-ერთ სასტუმროში ვიყავით დაბინავებულები, როდესაც ედი ჯონსი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ამავე სასტუმროს კაზინოში აივერსონი თამაშობდა. ედიმ იცოდა, რომ ალენი ჩემი ფავორიტი მოთამაშე იყო. შევედით კაზინოში და დავინახეთ ერთ-ერთ მაგიდაზე მოთამაშე აივერსონი. მივედით, ედი ჯონსმა წარმადგინა, გამაცნო, თუმცა გაშტერებული ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი. ამ დროს, 1000 დოლარის ჩიპები მესროლა და მითხრა: ‘მოდი ვითამაშოთ, პატარა ბიჭო”. გამოვართვი, 500 დოლარით ვითამაშე, დარჩენილი 500 დოლარი კი ჯიბეში ჩავიდე იმიტომ, რომ მაშინ არც თუ ისე ბევრი ფული მქონდა”.
აივერსონი და უეიდი NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ორი ნომრები არიან. მათ ერთმანეთის წინააღმდეგ 16-ჯერ აქვთ ნათამაშები.
უეიდი საშუალოდ: 26.3 ქულა, 8.3 პასი, 5.3 მოხსნა.
აივერსონი: 27.6 ქულა, 6.0 პასი, 3.1 მოხსნა.
თქვენ რომელ კალათბურთელს ანიჭებთ უპირატესობას?
ვიდეო:
.@DwyaneWade on the time he met Allen Iverson at a casino as a rookie:
“He threw me a $1,000 chip and was like, ‘Yo, go play this, young fella.’ So I played $500, and I put the other $500 in my pocket.”
True OG
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ