საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ გუშინ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ Covid 19 დაუდასტურდა.
ჩვენ გუნდი, Players.ge, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო ცხრიანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
შოთას უამრავი გოლი აქვს გატანილი საკლუბო და სანაკრებო დონეზე. ბევრი რჩევის შემდეგ სელტიკთან ექსტრა ტაიმში გადამწყვეტი გოლი შევარჩიეთ, რომლითაც რეინჯერსმა შოტლანდიის თასის მეოთხედ ფინალში მოწინააღმდეგე 2-1 დაამარცხა.
ფეხბურთის გულშემატკივრებმა ყველამ კარგად ვიცით თუ რას ნიშნავს ეს დერბი, ეს დაპირისპირება, რომელიც მხოლოდ სპორტულ დონეზე არ წყდება და არ იფარგლება მხოლოდ ფეხბურთით.
ჩაუჯექით ძალიან მაგარი, დინამიური თამაშის მიმოხილვას და არველაძის გადამწყვეტ გოლს:
შოთამ საკლუბო დონეზე 426 მატჩში 258 გოლი გაიტანა. ფანტასტიკური შედეგია, ნებისმიერ თავდამსხმელს შეშურდება.
ხოლო ნაკრების მაისურით 61 თამაშში 26 გოლი შეაგდო.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ