დღესაც მშვენიერი მატჩებია ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენც, რა თქმა უნდა, შევეცდებით ბილეთის გამწვანებას.
მანჩესტერ იუნაიტედი პსჟ-ს უმასპინძლებს და ამ თამაშში გოლებს და კუთხურებს ვფიქრობთ.
მიუხედავად იმისა, რომ ოლეს ბიჭები პირველ ადგილზე არიან, ჯერ მაინც არ აქვთ განაღდებული ფლეიოფში თამაში, თავის მხრივ პარიზელებსაც გამარჯვება უნდათ.
ლოგიკური იქნება თუ საწყის წუთებში პსჟ შეუტევს და გაიტანს კიდეც. ამ შემთხვევაში წითელი ეშმაკები საქმეს იფუჭებენ და აუცილებლად გასატანი ექნებათ.
კარგად ვიცით ორივე გუნდის შემადგენლობა და მათი სწრაფი გარემარბი თავდამსხმელები, ამიტომ კუთხურებსაც ვფიქრობთ.
მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.49)
კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.60)
შემდეგი პოზიცია დორტმუნდი-ლაციოდან გვაქვს და აქაც, რა თქმა უნდა, გოლებს ვფიქრობთ.
ზოგადად გუშინ ძალიან დაბალშედეგიანი ტური გამოდგა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეორე დღეს ბევრი გოლი გადის. ამიტომ ორი შემტევი გუნდისგან გოლებს ველოდებით.
თან საქმე იმაშია, რომ ლაციოს არ აქვს განაღდებული ფლეიოფი ქულის აღების შემთხვევაშიც კი თუ დღეს ბრიუგემ ზენიტს მოუგო ბელგიაში.
რომაელების ერთი გოლი მაგრად არევს ჯგუფში ერთი შეხედვით დალაგებულ სიტუაციას და ვფიქრობთ, რომ გასარისკია ორი შემტევი გუნდის მეტი გოლის დადება.
დორტმუნდი - ლაციო
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.50)
ბოლო პოზიცია კი სევილია-ჩელსიდან გვაქვს. ამ ჯგუფში თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია. ერთი ისღა უნდა გავიგოთ, თუ რომელი გუნდი დაიკავებს პირველ ადგილს - სევილია თუ ჩელსი.
თუ დავაკვირდებით, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ რომელი ადგილით გავლენ ფლეიოფში. მართლებიც არიან. სიტყვაზე, ჩელსი რომ გავიდეს პირველ ადგილზე დიდი შანსია შეხვდეს პსჟ-ს, იუვენტუსს, რეალს, ატლეტიკოს. რამე დიდი განსხვავებაა?!
ვფირობთ რომ ძალიან წყნარი მატჩი იქნება და 5-ზე ნაკლები ბარათი წამოვა. თან პორტუგალიელი მსაჯი, არტურ სოარეშ დიასი დიდად არ აფრიალებს ყვითლებს.
სევილია - ჩელსი
ბარათების რაოდენობა 4.5 - ნაკლები (1.45)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი და გამწვანდება ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ