Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

როგორ ატყუებდა ალ კაპონე მოთამაშეებს

როგორ ატყუებდა ალ კაპონე მოთამაშეებს

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ცნობილმა მაფიოზმა, ალ კაპონემ არა მარტო გადასახადების დამალვით იშოვა დიდი ფული, მას ჰქონდა უამრავი მიწისქვეშა კაზინო, სადაც წაუგებელ რულეტკას იყენებდა.

 

მაფიის ბოსს ისეთი მექანიზმი ჰქონდა მაგიდებზე რომ ყველაზე გამოცდილი მოთამაშეებიც კი ვერაფერს ხვდებოდნენ და აგებდნენ დიდ თანხებს.

 

რულეტკის თაღლითური მაგიდები 1920-იან წლებში ჩიკაგოში გამოჩნდა და ორი წლის პერიოდში შეუჩერებლად, ამოუცნობად მუშაობდა. 

 

მექანიზმი მარტივი, მაგრამ გენიალურია. ოთხი ისეთი ბატარეა ჰქონდათ ჩამონტაჟებული მაგიდის ფეხებში, რისი საშუალებითაც მაგიდის ზედაპირიდან ღილაკებით იმართებოდა ბურთულის მოძრაობა რულეტკის დაფაზე. 

 

 

მაგიდაზე დაფარული ღილაკებით კრუპიესთვის ძალიან მარტივი იყო ჩაგდებული ბურთის მართვა და რომელ რიცხვზეც სურდა იქ შეეძლო მისი ჩაგდება. 

 

ალ კაპონე გაყალბებულ რულეტკაზე ყოჩაღ და მარჯვე დილერებს ამუშავებდა. მოთამაშეები ვერაფერს ხვდებოდნენ, ხოლო მაფიის ბოსი კი მდიდრდებოდა. 

 

 

თუმცა მოტყუებით დიდი ფულის შოვნა მხოლოდ 1929 წლიდან 1931 წლამდე გაგრძელდა. მაგიდის დაშლისას პოლიციამ აღმოაჩინა ბიძგის და ზეწოლის ორ-ორი ღილაკი, მაგიდის ფეხებში Ever Ready-ის ფირმის ბატარეები, რომლებსაც უამრავი სადენი ჰქონდათ მიერთებული. 

 

ამ მექანიზმით კრუპიეს შეეძლო ბურთის ნებისმიერ რიცხვზე ჩასმა, თან ისე, რომ ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. ღილაკები ხრახნებით, ჭანჭიკებით იყო შენიღბული.

 

 

დღეს ასეთ მაგიდას ვერსად ნახავთ, რადგან ზოგი პოლიციამ გაანადგურა, დანარჩენი კი თვითნ მაფიამ გააქრო სანამ გამომძიებლები მიაგნებდნენ. 

 

ალ კაპონე ყველაზე ცნობილი მაინც წმინდა ვალენტინის დღეს მომხდარი მკვლელობებითაა, როდესაც ჩიკაგოს მაფიის ბოსმა მისი შვიდი მოწინააღმდეგე ერთ დღეს ამოხოცა. 

 

ყველაზე ცნობილი მაფიოზი 1931 წელს დაიჭირეს გადასახადების დამალვის გამო და 11 წელი მიუსაჯეს. ალ კაპონე 1947 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 

 

რულეტკის მაგიდებიდან ერთიღაა შემორჩენილი, რომელიც უცნობმა ამერიკელმა მილიარდერმა შეისყიდა. ნივთის შეძენისას უცნობმა თქვა რომ ის არასდროს მოატყუებდა თავის მეგობრებს. 

 

დღესდღეობით მსგავსის გაკეთება და დაპროგრამებაა შეუძლებელია. ყველაფერი ლეგალურია და რა თქმა უნდა, კანონით ისჯება. დედამიწაზე არცერთი კაზინო აღარ თაღლითობს, რადგან უბრალოდ არაფერში აწყობთ. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ