აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰალბერშტადში სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. ქალაქის ერთ-ერთი აზარტული სივრციდან პოლიციაში შევიდა ზარი. შეშფოთულმა ადმინისტრატორმა კანონის დამცველებს ტელეფონით უთხრა რომ კაცების ტუალეტში, ნაგვის ყუთში საეჭვო მოწყობილობა ეგდო, რომელიც ვიბრირებდა.
აზარტული სივრცის თანამშრომელს სექს სათამაშო ფეთქებადი საშუალება ეგონა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ნაგვის ყუთში სათამაშო პენისი აღმოაჩინეს, თუმცა მაინც გამოიძახეს გამნაღმველები.
სპეციალისტებმა ბოლომდე დატენილ სექს სათამაშოში ვერაფერი ფეთქებადი ვერ იპოვეს, 90 ადამიანი უსაფუძვლოდ შეაშნიეს და ევაკუაცია ტყუილად ჩაატარეს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ