Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

უნივერსიტეტიდან გამოგდებულმა 10 ფუნტით მილიონები იშოვა

უნივერსიტეტიდან გამოგდებულმა 10 ფუნტით მილიონები იშოვა

წაიკითხე ისტორია პოკერის ვარსკვლავზე, ჩარლი ქერელზე, რომელიც უნივერსიტეტიდან გამოაგდეს.

 

ჩარლიმ 22 წლის ასაკში დაიწყო პოკერის თამაში და ზუსტად ორ წელიწადში 1,500,000 ფუნტი იშოვა.

 

ახალგაზრდა ქერელმა 10 ფუნტი ჩარიცხა და დაიწყო თამაში. პირველ დღეს 30 ფუნტზე ავიდა და დანარჩენი ისტორიაა.

 

ჩარლი ქერელი:

 

“პირველივე დეპოზიტით მოვიგე პატარა თანხა და შემდეგ ტურნირზე დავრეგისტრირდი. მოვხვდი საპრიზოში, ვიშოვე ფული და გავაგრძელე თამაში. პირველივე ტურნირი რომ არ მომეგო დღეს მილიონერი არ ვიქნებოდი, რადგან ფულის ჩარიცხვის სურვილი აღარ მექნებოდა”.

 

ჩარლი უორვიკში სწავლობდა. უნივერსიტეტიდან გამოგდებულმა ჯერსიში გადაწყვიტა ბებიასთან საცხოვრებლად გადასვლა, რათა მეტად კონცენტრირებულიყო პოკერზე და ხელი არავის და არაფერს შეეშალა.

 

კარიერაში პირველი დიდი თანხა Sunday Millions-ში მოიგო, 133,000 ფუნტი შეხვდა. ჩარლიმ ფულს გემო გაუგო. 15 მეგობარი წაიყვანა ამსტერდამში და 60,000 დატოვა ძვირადღირებულ სასტუმროში.

 

2015 წლის მაისში, მონტე კარლოში გამართულ EPT-ში 806,000 ფუნტი შეხვდა და პოკერის ამომავალ ვარსკვლავებშიც შევიდა.

 

ქერელი:

 

“ყოველდღე ვფიქრობ იმ 10 ფუნტზე, რომელიც პირველად ჩავრიცხე. ეს რომ არ მექნა დღეს მილიონერი არ ვიქნებოდი. ვფიქრობ, მაქვს პოტენციალი შევიდე მსოფლიოს 10 საუკეთესო მოთამაშეში”. 

 

ჩარლის დედა, ჟაქუი ამბობს, რომ ძალიან ამაყია თავისი შვილით და მისი მიღწევებით. დღემდე ვერ იჯერებს რომ 10 ფუნტით ცხოვრების ასე გაუმჯობესება შეიძლება. 

 

2018 წლიდან, 27 წლის ჩარლი ქერელს 6 მილიონ ფუნტზე მეტი აქვს მოგებული და გამომუშავებული. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ