Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.97 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

5.97 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

გუშინ იუვენტუსმა ბევრს დაგვწყვიტა გული, როგორც ქომაგებს ისე ნეიტრალურ გულშემატკივარს. პორტუს არაფერი საწინააღმდეგო გვაქვს, მაგრამ ალბათ მაინც ჯობდა რომ ტურინული გრანდი გასულიყო. ჩვენც გაგვიფუჭა ბილეთი.

 

დღესაც საინტერესო თამაშები გვაქვს და დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით.

 

პსჟ ბარსელონას უმასპინძლებს. ამ წყვილში ალბათ მაინც ყველაფერი გარკვეულია. აღარვის სჯერა რომ კიდევ ერთი სასწაული მოხდება. ცოდოა პარიზული გუნდი.

 

თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ ბარსას დასაკარგი აღარფერი აქვს და წავა მოსაგებად. წესით უხვგოლიანი თამაში უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვერიდებით მეტ გოლს ან ორივეს გატანას და ამ მატჩში ვფიქრობთ რომ ბარსელონას ორი ფეხბურთელი მიიღებს ყვითელ ბარათს.

 

კატალონიელების რიგებში ბევრი ახალგაზრდა უნდა ვიხილოთ წესით დღეს და ვფიქრობთ რომ გამოუცდელობით მაინც მიიღებენ ყვითლებს. თან ისიც სათქმელია რომ პირველ შეხვედრაში, კამპ ნოუზე მხოლოდ ერთი ბარათი ამოიღო მსაჯმა, ისიც პარიზელისთვის.

 

ბარსელონას ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ, დავუშვათ და მოხდა სასწაული და გავიდა კატალონიური გრანდი შემდგომ ეტაპზე მაინც არავის დაემუქრება შემდეგი შეხვედრის გამოტოვება. თუ წყნარად წავიდა შეხვედრა, გაბრაზებულ გულზე მაინც მიიღებენ ბარათებს, გაიჯახუნებენ კარებს.

 

მსაჯი ინგლისელი ენტონი ტეილორია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში საშუალოდ 4.33 ყვითელს იღებს. არც ზოგადად აკლებს ხოლმე და ვფიქრობთ რომ ბარსას ორი ბარათი უნდა დაჯდეს.

 

პსჟ - ბარსელონა

მეორე გუნდის ბარათები 1.5 - მეტი (1.60)


 

შემდეგი პოზიცია ლივერპული-ლაიფციგიდან გვაქვს. მიუხედავად იმისა რომ ინგლისელებმა პირველი შეხვედრა გასვლაზე (ნეიტრალურზე) 0-2 მოიგეს, ჯერ მაინც ყველაფერი არ დამთავრებულა. 

 

ლაიფციგი აუცილებლად იბრძოლებს. დღესაც ნეიტრალურზე გაიმართება შეხვედრა, კვლავ პუშკაშ არენაზე. 

 

უნდა გავითვალისწინოთ ლივერპულის ცუდი ფორმა. კლოპის გუნდი გოლის გამშვებია, ლაიფციგს როგორ უყვარს შემტევი ფეხბურთი კი ყველამ ვიცით. ამიტომ ვფიქრობთ რომ მეტი გოლი უნდა დაჯდეს.

 

დიდი შანსია რომ პირველი გოლი გერმანელებმა გაიტანონ. ამ შემთხვევაში ლივერპულსაც შესატევად ექნება საქმე. კლოპის გუნდმა უნდა დაამტკიცოს რომ ისევ ძლიერია.

 

ლივერპული - ლაიფციგი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.65)


 

შემდეგი პოზიცია ესპანეთის ლა ლიგად გვაქვს, სადაც ატლეტიკო ბილბაოს უმასპინძლებს. ვფიქრობთ რომ მადრიდელები მოიგებენ, მაგრამ თავს ვიზღვევთ და სიმეონეს გუნდის ერთი ტაიმის მოგებას ვიღებთ.

 

ერთი შეხედვით ატლეტიკოს მარტივად უნდა მოეგო წელს ესპანეთის ჩემპიონატი, მაგრამ მაინც იმდენი მოახერხა რომ დაეწია ბარსა და რეალი.

 

ისიც უნდა ვთქვათ რომ მადრიდულ გუნდს არ უჭირს სახლში ბილბაოსთან თამაში. 2015 წლიდან მოყოლებული, ყველა, ხუთივე შეხვედრა მოიგო საკუთარ კედლებში მადრიდის ატლეტიკომ ბილბაოს ატლეტიკთან.

 

დღეს მითუმეტეს ძალიან სჭირდება 3 ქულა და ვფიქრობთ რომ მოიგებს, მაგრამ მაინც ვაზღვევთ და ერთი ტაიმის მოგებას ვიღებთ.

 

ატლეტიკო - ბილბაო

 

პირველი გუნდი მოიგებს ერთ ტაიმს - კი (1.46)


 

ბოლო პოზიცია პრემიერლიგიდან გვაქვს. სიტი საუთჰემპტონს უმასპინძლებს, სადაც მეტ გოლს ვფიქრობთ.

 

ეტიჰადზე ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში ხშირად გადის ბევრი გოლი. 

 

სიტიმ სახლში იუნაიტედთან წააგო 0-2 და დღეს შეეცდება ბევრი გოლის გატანას. პეპის გუნდს არც ინგლისში აქვს სანერვიულო და არც ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, ამიტომ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავლენ სიტის ფეხბურთელები მოდეანზე და წესით გადაურბენენ საუთჰემპტონს.

 

მანჩესტერ სიტი - საუთჰემპტონი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.55)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ბილეთი, გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ