გუშინ ძალიან დასანანად გაგვიფუჭდა ბილეთი. ბოლომდე მებრძოლმა ლაიფციგმა ცუდ ფორმაში მყოფ ლივერპულს წესიერი შეტევა ვერ გაუკეთა, გოლზე ხომ ზედმეტია საუბარი.
დღეს ევროპა ლიგაზე ძალიან კარგი მატჩები გვაქვს. მანჩესტერი-მილანია, თუმცა გუნდებს იმდენი ფეხბურთელი აკლიათ რომ ვერაფერი ავარჩიეთ ამ მატჩიდან.
მაგრამ გვაქვს აიაქსი-იანგ ბოიზი, სადაც მეტ გოლს ვფიქრობთ. ბევრ ახსნას და გარჩევას არ საჭიროებს.
იანგ ბოიზმა უკვე მოიგო შვეიცარიის ჩემპიონატი და ევროპა ლიგის გარდა სხვა საქმე აღარ აქვს. აიაქსი კი 6 ქულით უსწრებს პსვ-ს, თან ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რაც ერედივიზიონისთვის და ამსტერდამელებისთვის საკმარისი ჰანდიკაპია.
მოკლედ, ორივე გუნდი წესით ევროპა ლიგაზე გადაერთვება. ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და წესით ბევრი გოლიც უნდა ვიხილოთ. არც აიაქს გამოსდის თამაშის ჩაკეტვა და არც იანგ ბოიზს.
აიაქსი - იანგ ბოიზი
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.55)
შემდეგი ორი პოზიცია რომა-შახტარიდან გვაქვს. ამ თამაშშიც ბევრ გოლს ველოდებით ბევრ კუთხურთან ერთად.
წელს რომა ყველაზე მეტისტი გუნდია სერია A-ში, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. შახტარიც თავის მხრივ ყველამ ვიცით თუ როგორ ასპარეზობს ევროთასებზე. დონეცკელების მატჩებში ხშირად გადის ბევრი გოლი.
ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე გუნდს უყვარს სტანდარტულები, ბევრ კუთხურებს აწვდიან.
კლუბები ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. ყველა შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე და გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ორმატჩიან დუელში პირველი შეხვედრები უხვგოლიანი გამოდგა და ბევრი კუთხურიც ჩამოწოდდა.
სავარაუდოდ დღესაც გააკეთებს აქცენტს ორივე გუნდი შეტევაზე, დატვირთავენ ფლანგებს და წამოვა გოლებიც და კუთხურებიც.
რომა - შახტარი
გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.65)
კუთხურების რაოდენობა 8.5 მეტი (1.50)
ბოლო პოზიცია ოლიმპიაკოსი-არსენალიდან გვაქვს და ვფიქრობთ ბარათებს. ეს გუნდები ერთმანეთს ხშირად შეხვედრილან. ბევრი დაძაბული მატჩი გვინახავს მათი მონაწილეობით.
ვფიქრობთ, რომ ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. არსენალს ალბათ ოთხეულში მოხვედრის შანსი აღარ აქვს და კარგი იქნება თუ არტეტა ევროპა ლიგაზე გააკეთებს აქცენტს.
რაც შეეხება ოლიმპიაკოსს, სწორედ ასეთი დონის გუნდებისთვისაა ევროპა ლიგა. ბერძნებმა აუცილებლად უნდა იბრძოლონ.
გუნდები შარშან 1/16 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან დრამატულად წარიმართა მოვლენები. პირველი მატჩი გასვლაზე არსენალმა მოიგო 0:1, თუმცა განმეორებით თამაშში ბერძნებმა მოატრიალეს სიტუაცია და სწორედ ისინი გავიდნენ შემდგომ ეტაპზე.
უნდა ვთქვათ ისიც, რომ პირველ შეხვედრაში ამოვიდა ყვითლები, მეორეში, 120 წუთში მხოლოდ 2 ბარათი ვიხილეთ.
დღეს მსაჯი გერმანელი დანიელ ზიბერტია, რომელმაც ევროპა ლიგის ბოლო 3 მატჩში 21 ყვითელი ამოიღო. გერმანელი წელს ბუნდესლიგაშიც ბევრ ყვითელს იღებს.
ოლიმპიაკოსი - არსენალი
ბარათების რაოდენობა 3.5 - მეტი (1.36)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამწვანდება ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ