Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ახალციხელმა დიდი თანხა მოიგო

ახალციხელმა დიდი თანხა მოიგო

მოკლედ, ქართული ლოტო არ ისვენებს. გახსოვთ ალბათ 1-2 კვირის წინ გათამაშებული 1,015,291 ლარი, რომელიც მარინე კობახიძემ მოიგო. 

 

რამდენიმე დღეში კი გათამაშდა 211 084 ლარი. თანხა ახალციხელმა აბესალომ ზაზაძემ მოიგო. 

 

ბატონი აბესალომი მეუღლესთან, ორ შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მისი სიხარულის ამბავი მთელმა ქალაქმა გაიგო. 

 

გამარჯვებული:

 

“ლატარიას სულ ვთამაშობ, 20 მარტსაც ოქროს ბურთის სამი ბილეთი შევიძინე, სულ სამი ლარი გადავიხადე. 

 

გათამაშებას 88 წლის დედასთან ვუყურებდი, როდესაც წამყვანებმა სიხარულის ყვირილი დაიწყეს რომ ჯეკპოტი გათამაშდაო და შედეგებს შევხედეთ, აქეთ ჩვენ ვყვიროდით სიხარულით და ტელევიზორიდან კი ოქროს ბურთის ლამაზი გოგოები. 

 

მეზობლებმაც გაიგეს ჩვენი სასიხარულო ამბავი, სამეზობლოდან კი მთელ ახალციხეს მოედო, მთელი ღამე არ გვიძინია სიხარულისგან. სულზე მოგვისწრო ჩვენს ოჯახს ჯეკპოტმა, ძალიან დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე ვიდექით’’.

 

Players.ge მთელი გულით ულოცავს აბესალომ ზაზაძეს გამარჯვებას და ყველას გისურვებთ იღბალს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ