გენიალურ გამომგონებელს, ილონ მასკს ძირითადად Tesla-თი და SpaceX-ით ვიცნობთ, თუმცა მას კიდევ ბევრი საქმეები აქვს.
მასკი დღეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოს 4 მილიარდი დოლარით გადაუსწრო და მისი ქონება 189.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ილონს კომიქსების ფანები ხშირად ადარებენ რკინის კაცს, ტონი სტარკს, რადგან მისი ინოვაციური გამოგონებებით მსოფლიო უკეთესი ხდება. დღეს გაგაცნობთ მის ახალ გვირაბებს, რომლებიც ლას ვეგასშიც გაკეთდება საცობების პრობლემების გასანეიტრალებლად.
მასკმა გვირაბების კომპანიას The Boring Company (TBC) დაარქვა, რომელმაც უკვე განახორციელა პროექტები ჩიკაგოსა და ლოს ანჯელესში. ქართულად რომ ვთარგმნოთ, მოსაწყენი კომპანია გამოვა, რადგან მისი გვირაბებით სარგებლობა მოსაწყენია, გზად არავინ გხვდება, არც დასიგნალება გიწევს, არც შუქნიშანი. გენიალურია.
ლოს ანჯელესის პროექტი
ლას ვეგასის პროექტი
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ