ჰალიფაქსში მცხოვრები, 42 წლის ვიკი მიჩელი შემდეგი 30 წლის მანძილზე, ყოველ თვე, Set for Life Lottery-სგან 10,000 ფუნტს მიიღებს.
ორი შვილის დედას, საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 1,50 ფუნტი ჰქონდა დარჩენილი. ამ თანხით ვიკიმ შეიძინა ლოტოს ბილეთი, რომლითაც მთელ ცხოვრებას შეცვლის.
მიჩელის იღბლიანი რიცხვები იყო: 03, 20, 26, 27, 32 და მეექვსე, ჯეკპოტის მომტანი - 05.
ვიკი მიჩელმა დიდი სახლის შეძენა გადაწყვიტა:
“ჩემს უმცროს შვილს ძალიან უყვარს ფეხბურთი და ისეთი სახლი მინდა ვიყიდო, სადაც ჩემს ბიჭს ფეხბურთის თამაში საკუთარ ეზოში, მინდორზე შეეძლება. მე და ჩემ ქმარს, ადამს ერთი მანქანა გვყავს. ზოგჯერ მე მიწევს ავტობუსით სიარული, ზოგჯერ - მას. თუმცა ავტომობილში დიდი თანხის გადაყრას არ ვაპირებ, ადამს და მე გვირჩევნია ორი უბრალო მანქანა გვყავდეს და ფეხით არ გვიწევდეს სიარული. აუცილებლად ვიმოგზაურებთ ბუდაპეშტში”.
ძალიან კარგია, როდესაც 30 წლის მანძილზე, ყოველ თვე 10,000 ფუნტს იღბალში გიხდიან. ისე, თქვენ როგორ გირჩევნიათ, ერთიანად აღებული ჯეკპოტი თუ ვიკი მიჩელისნაირად გამოზოგილი, ფაქტობრივად მთელი ცხოვრება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ