ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერა შეიძლება იმაზე უფრო ადრე დასრულდეს ვიდრე 39 წლის ვეტერანი ფეხბურთელი გეგმავდა.
საქმე იმაშია რომ შვედი ფეხბურთელის კომპანია - AB მალტური კაზინოს Bethard-ის 10%-იან წილს ფლობს, რაც UEFA-სა და FIFA-ს წესებით აკრძალულია. მოქმედ ფეხბურთლს არ აქვს უფლება სარგებელი მიიღოს კაზინოსგან.
ვრცელდება ამბები, რომ სწორედ ამიტომ ვერ მოხვდა იბრაჰიმოვიჩი 2018 წლის მსოფლიოზე შვედეთის ნაკრებში. მართალია მანამდე უკვე წამოსული იყო იბრა ნაკრებიდან, თუმცა ფინალურ ეტაპზე გასვლის შემდეგ პოპულარულმა თავდამსხმელმა თქვა რომ იგი მზად იყო დახმარებოდა თავის გუნდს მუნდიალზე.
თუმცა MLS-დან ევროპაში დაბრუნებულმა იბრამ არ გაითვალისწინა UEFA-ს წესები და ჯერ მილანის შემადგენლობაში ითამაშა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო შემროქ როვერსის წინააღდმეგ და შემდეგ კიდე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდა შვედეთის ფორმით.
შესაძლებელია რომ Bethard-ს დიდი ჯარიმა მიუვიდეს, ხოლო ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი 3 წლიანი ბანით დაისაჯოს, რაც სპორტსმენისთვის კარიერის დასასრული იქნება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ