Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

არალეგალური კაზინოების მაფიის ბოსი, ლენი სტროლო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

არალეგალური კაზინოების მაფიის ბოსი, ლენი სტროლო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

1960-იან წლებში, ოჰაიოს შტატში არალეგალური კაზინოებით გამდიდრებული მაფიის ბოსი, ლენი სტროლო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ლენი სტროლო პიტსბურგის მაფიის წევრი იყო. Pitssburgh Mob, უფრო ცნობილი როგორც ლაროკას ოჯახი უდიდესი გავლენით სარგებლობდა მთელ ქვეყანაში. სტროლოს კი ძირითადად მეიონინგი და იანგსთაუნი ებარა. 

 

ლენი სტროლოს და მის ძმას, დანტეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ოჰაიოს შტატში და წარმატებით ხელმძღვანელობდნენ არალეგალურ პოკერსა და ბუკმეიკერულ ფირმებს. 

 

ძმები პირველად 1987 წელს დააკავეს თუმცა ციხეს გადაურჩნენ. პროკურატურამ განაცხადა რომ არალეგალური ბიზნესი წლიურად 20 მილიონ დოლარს შოულობდა, რაც აღემატებოდა ნებისმიერ სხვა არალეგალურ კაზინოს მთელ ამერიკაში. 

 

ლენი სტროლო პირველად და საბოლოოდ 1996 წელს 12 წლით ჩაჯდა ციხეში, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ნაშოვნი ფული ვერ ჩამოართვეს და მხოლოდ სასჯელის მოხდა მოუწია. სტროლოს ბრალად ედებოდა უკანონო კაზინოს მართვა, ადამიანის გატაცება, მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, თუმცა 2008 წელს გათავისუფლებული მაფიოზი თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა ფულთან ერთად. 

 

თუმცა სტროლოსთან ერთად ციხეში ჩაჯდა ორი მოსამართლე, შერიფი, პროკურორი და ყოფილი კონგრესმენი ჯეიმს ტრეფიკენტი. ალბათ გასაგებია ყველაფერი. 

 

ლენი სტროლო 20 მაისს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ