Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ცოლმა ქმრის მიერ მოგებული ისე გაფლანგა, მიუზიკლიც კი გადაიღეს

ცოლმა ქმრის მიერ მოგებული ისე გაფლანგა, მიუზიკლიც კი გადაიღეს

მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო ამბავს ვივ ნიკოლსონზე და მის მფლანგველობაზე, რომელიც 1961 წელს მოხდა. 

 

მართალია 152,319 ფუნტი, რაც დღეს 5 მილიონს უდრის, ვივის ქმარმა, კიტ ნიკოლსონმა გაამწვანა, მაგრამ მთელი ისტორია მაინც მხოლოდ ქალბატონზეა.

 

ვივ და კიტ ნიკოლსონები იორკშირში ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ ადგილობრივ ქარხანაში და მათი შემოსავალი კვირაში მხოლოდ 9 ფუნტს შეადგენდა. 1961 წლის 30 სექტემბერს, შაბათს მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა, როდესაც კიტმა ფეხბურთში 8 შედეგი გამოიცნო და 5 შილინგით 152,319 ფუნტი მიიღო.

 

ვივ ნიკოლსონმა უმალვე მიირბინა უახლოეს ფოსტაში და ფულის მოთხოვნის წერილი გაუგზავნა კომპანიას. ამბავი მთელს მსოფლიოს მოედო. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ცოლ-ქმარს კითხეს თუ რაში დახარჯავდნენ ფულს, რაზეც ვივმა ყველას დაასწრო პასუხი და მიუგო: ხარჯვა, ხარჯვა და ხარჯვა! 

 

 

ქალმა დანაპირები შეასრულა და შეუდგა ფულის გაფლანგვას

 

ორი თვის შემდეგ ვივ ნიკოლსონი კვირაში საშუალოდ 1,400 ფუნტს ხარჯავდა, რაც დღეს გაცილებით დიდ თანხას უდრის. 

 

უძვირფასესი სახლის შესყიდვის შემდეგ გადავიდნენ მანქანებზე, იყიდეს ვერცხლისფერი შევროლე და ვარდისფერი კადილაკი. 

 

შეიძინეს ძვირი ტანსაცმელი, რომელზეც ვერც კი იოცნებებდნენ, საათები, ბეწვეული, ფეხსაცმელების მაღაზიიდან თითო ჯერზე 14 წყვილი გამოჰქონდა ვივ რიჩარდს, სამკაულები, ბრილიანტები, ეგზოტიკური დასვენებები მსოფლიოს გარშემო. 

 

ყოველ შაბათ-კვირას ისეთ წვეულებებს მართავდნენ, რომ ყუთებით მოჰქონდათ შამპანური, თითო ბოთლი კი 70 ფუნტი ღირდა. ერთადერთი ჭკვიანური რაც  გააკეთეს იყო ის, რომ შვილები შეიყვანეს ინგლისის ყველაზე ძვირადღირებულ კერძო სკოლაში.

 

ცუდი დაიწყო მაშინ, როდესაც მისის ნიკოლსონი სასმელზე დამოკიდებული გახდა. მხოლოდ შაბათს საღამოს სმა გადაიზარდა ყოველდღიურ ქცევაში. ვივს იმდენი ფული ჰქონდა რომ შამპანურის აბაზანებს იღებდა, პირდაპირი გაგებით. 

 

გამდიდრებიდან 4 წლის შემდეგ კიტ ნიკოლსონი ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა და მისის ნიკოლსონმა უფრო გააძლიერა ალკოჰოლის მიღება. რამდენიმე თვეში გაკოტრდა ვივი, გაყიდა ძვირადღირებული სახლი, მანქანები, საათები, ტანსაცმელიც კი. დაარიგა ვალები და დარჩენილი ფულით ქალაქგარეთ პატარა ბინა იყიდა.

 

ვივ ნიკოლსონი შემოსავლის გარეშე დარჩა, თუმცა მაინც იმდენს წვალობდა, რომ შვილებს უხდიდა სწავლის ფულს ძვირადღირებულ კერძო სკოლაში. ქალი ყველაფერს კადრულობდა, სტრიპტიზ კლუბშიც კი მუშაობდა ღამის საათებში. 

 

სასოწარკვეთილ მისის ნიკოლსონს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რას უმზადებდა ცხოვრება. 1970 წელს გამოქვეყნდა მის მიერ წარმოთქმული ცნობილი ფრაზა “ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა (Spend, Spend, Spend), რაშიც 60,000 ფუნტი გადაუხადეს და სულ მალე ვესტ ენდში დაიდგა მიუზიკლი იგივე სათაურით, რამაც დამატებით 100,000 ფუნტი მოუტანა.

 

 

გამომუშავებული ფულით ბუტიკის გახსნა გადაწყვიტა და 12,000 ფუნტი ჩადო ბიზნესში თუმცა ვერ აამუშავა და შეეშვა როგორც საქმიანობას, ასევე ფულის ფლანგვას.

 

1979 წელს ვივ ნიკოლსონი იეჰოვას მოწმე გახდა, რისი დახმარებითაც გადააგდო ალკოჰოლი. ენერგიაზე მოსულმა თავის ქალაქში, კასლფორდში კარდაკარ დაიწყო სიარული და მოსახლეობის თავის რჯულზე მოქცევას ცდილობდა.

 

 

მისის ნიკოლსონი ამაყობდა თავისი შვილებით, რომლებმაც კარგი განათლება მიიღეს და წარმატებული კარიერა ააწყეს. თვითონ კი ცხოვრების ბოლო წლები სიწყნარეში გაატარა. 2015 წლის 11 აპრილს, ქალაქ ვეიკფილდში, იორკშირში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ