Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

10 ნიშანი როცა ადამიანს თამაშთან პრობლემა აქვს

10 ნიშანი როცა ადამიანს თამაშთან პრობლემა აქვს

თუ ამ ათი ნიშნიდან, ორს ან სამს მაინც აკმაყოფილებთ და გულის სიღრმეში მაინც ჩათვლით რომ სტატიაში მოყვანილი ადამიანი ოდნავ მანც გგავთ, აუცილებლად მიმართეთ რომელიმე ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს.

 

 

 

 

#1. მოტყუება

 

ადამიანებს, რომლებსაც გემბლინგთან პრობლემა აქვთ, მალავენ რომ თამაშობენ. არ ამბობენ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან.

 

#2. წაგებული თანხის ამოღება

 

ზოგი მოთამაშე ამბობს, რომ როგორც კი წაგებულს ამოიღებს და პლიუსში გავა, იმ დღესვე შეეშვება თამაშს. ძირითადად, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

 

#3. ფულის სესხება

 

თუ მოთამაშეს პრობლემა აქვს გემბლინგთან, ის სათამაშოდ თანხას სესხულობს მეგობრებისგან და უცნობებისგანაც კი. თან ისე, რომ არ ასახელებს ნამდვილ მიზეზს - ეს კი ზემოხსენებულ პირველ ნიშანსაც ესადაგება - მოტყუებას. 

 

#4. ფსონის გადაჭარბება

 

თამაშზე დამოკიდებული ადამიანები გაუაზრებლად ჩამოდიან დიდ ფსონებს. რაც უფრო ბევრს დებენ, ბევრის მოგების მიზნით, მით უფრო მეტს აგებენ.

 

#5. თამაშით შეპყრობა

 

ამ დროს ადამიანი მხოლოდ თამაშზე ფიქრობს. როდის ითამაშა ბოლოს, რა ხდებოდა და რას გრძნობდა თამაშის მომენტში, რა მოხდებოდა ყველაფერი რომ სწორად წასულიყო... და რა თქმა უნდა, სულ ფიქრობს როდის ითამაშებს ნებისმიერი მიზეზით, რაც შეიძლება მალე. 

 

#6. თამაშისთვის თავის დანებება

 

ბევრმა დამოკიდებულმა მოთამაშემ იცის, რომ ამ ყველაფერს თავი უნდა დაანებოს, მაგრამ ვერაფრით ახერხებს. საკუთარ თავს ვერ არწმუნებს და ვერ აიძულებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა.

 

#7. თამაში საჭიროების გარეშე

 

დამოკიდებული გემბლერები თამაშობენ მაშინაც, როცა ფინანსური საჭიროება არ მოითხოვს ამას. როგორი დიდი შემოსავლიც არ უნდა ქონდეთ, ისინი ყოველთვის გაღიზიანებულები, მოუსვენრები და აღელვებულები არიან თუ არ თამაშობენ.

 

#8. გემბლინგით პრობლემის დავიწყება

 

დამოკიდებულ მოთამაშეს გემბლინგი პრობლემების დავიწყების ერთ-ერთი გზა ჰგონია. ზუსტად ისე, როგორც ზოგი ალკოჰოლის საშუალებით ცდილობს იგივეს.

 

#9. ფულის მოპარვა და მითვისება

 

როცა დამოკიდებულ გემბლერს ამოეწურება ყველა გზა თანხის საშოვნელად, ხშირია შემთხვევები, როცა ის ფულის მოპარვაზე  გადადის.

 

#10. გემბლინგი პირველ ადგილზე

 

ადამიანი ისე შეიძლება გახდეს თამაშზე დამოკიდებული, რომ შეუძლია გემბლინგი პირველ ადგილზე დააყენოს თავის ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა მდიდარია თუ ღარიბი. ოჯახს, მეგობრობას, სწავლას, სამსახურს, მომავალს - ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებს და მხოლოდ თამაშზე ფიქრობს. 

 

წარმატებებს გისურვებთ.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ