Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.74 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

4.74 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

დღეს ოთხი პოზიცია შევარჩიეთ. ორი იტალიიდან და ორიც ისლანდიიდან. სერია A-ში გავარდნის კანდიდატი უდინეზე იუვენტუსს უმასპინძლებს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება. 

 

მართალია უდინეზე 4 ქულით უსწრებს მე-18-ე ადგილოსან ლეჩეს, მაგრამ ჯერ კიდევ საკმარისადაა დარჩენილი მატჩები, რომ სწორედ ისინი აღმოჩდნენ გასავარდნ ზონაში. ამიტომ მოტივირებულ იუვესთანაც შესატევად აქვთ საქმე. 

 

ამ მატჩში ტურინელების ორ გოლს ვფიქრობთ, რასაც ძალიან კარგი კოეფიციენტი აქვს. ზოგადად იუვეს, ბოლო წლებში, არ უჭირს უდინეზესთან თამაში. 

 

უკანასკნელ 9 ურთიერთშეხვედრაში იუვენტუსმა უდინეზეს 28 გოლი გაუტანა, რაც საშუალოდ 3.1-ია. 

 

უდინეზე - იუვენტუსი

 

მეორე გუნდის გოლები 1.5 - მეტი (1.60)


 

შემდეგი პოზიცია ლაციო-კალიარიდან გვაქვს. რომაელებმა ბოლო 5 შეხვედრიდან 4 წააგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ამიტომ ჯერ კიდეევ არ გაუნაღდებიათ ჩემპიონთა ლიგის საგზური. დღეს, ლაციოს კარგი შანსი აქვს უმოტივაციო კალიარისთან, რომელიც ვერც გავარდება და ვერც ევროსაგზურს მოიპოვებს. 

 

კალიარი უკანასკნელ 6 მატჩში ვერ ახერხებს გამარჯვებას. არა თუ გამარჯვებას გოლიც ძლივს გააქვთ. ბოლო ექვს თამაშში მხოლოდ ორი გოლი აქვთ გატანილი. 

 

ლაციოს ფეხბურთელებმა კი ჯობია, დღესვე დაუსვან წერტილი თეორიულ ინტრიგებს, ამიტომ გვგონია, რომ რომაელები მოიგებენ.

 

ლაციო - კალიარი 

 

ძირითადი შედეგი - 1 (1.45)


 

შემდეგი ორი პოზიცია ისლანდიის პეპსიდეილდიდან გვაქვს, სადაც ბევრ გოლს ველოდებით. 

 

გროტაა ვიკინგურს უმასპინძლებს. ამ გუნდების 7 ურთიერთშეხვედრაში 29 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ მატჩში 4.14-ია.

 

ამ სეზონში, გროტაას მატჩებში 3.4 გოლი გადის, ხოლო ვიკინგურის - 3.6 ბურთი.

 

ისლანდიაში სეზონი ახალი გახურებულია და იმედია დღესაც გაიტანენ გუნდები 3 გოლს.

 

გროტაა - ვიკინგურ რეიკიავიკი 

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.43)


 

ბოლო პოზიცია კოპავოგური-ბრეიდაბლიკიდან გვაქვს და აქაც გოლებს ველოდებით. 

 

24 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ 5 მატჩში დასრულდა ნაკლები გოლით. 

 

ურთიერთდაპირისპირებებში 87 გოლია გასული, რაც საშუალოდ 3.6-ია.

 

ამ სეზონში, ორივე გუნდი ძლიან მეტისტია. კოპავოგურის თამაშებში საშუალოდ 4.4 გოლი გადის, ხოლო ბრეიდაბლიკის მატჩებში - 3.6.

 

კოპავოგური - ბრეიდაბლიკი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.42)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი და ყველა გავამწვანებთ ბილეთს.

 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

Other news

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ