ბრიტანელი თინეიჯერი, 18 წლის ემა რადუკანუ US Open-ის ფინალში გავიდა. რადუკანუ ფინალამდე შეიძლება ითქვას რომ იოლად მივიდა, რადგან ერთი სეტიც კი არ წაუგია ოპონენტებთან.
ჩოგბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში დაამარცხა შვეიცარიელი, მე-12-ე ჩოგანი ბელინდა ბენჩიჩი და გრანდ სლემისთვის კანადელ ლეილა ფერნანდესთან იბრძოლებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ემა რადუკანუ WTA-ს 150-ე ჩოგანია და 18 წლის ჩოგბურთელისთვის US Open-ის ფინალში თამაში ფანტასტიკის სფეროა, თუმცა შეუძლებელი რომ არაფერია კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა თინეიჯერმა.
ნახევარფინალი
წარმოშობით რუმინელი ემა რადუკანუ 2002 წლის 13 ნომებერს კანადაში დაიბადა. მისი მშობლები ინგლისში გადაბარგდნენ საცოხვრებლად, როდესაც ემა 2 წლის იყო. რადუკანუმ ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო, რომლის კუმირიც ცნობილი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპია.
თინეიჯერს მთელი კარიერა წინ აქვს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ