Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

რას გააკეთებ ლატარიის მოგების შემდეგ? - მხოლოდ სახალისო პასუხები

რას გააკეთებ ლატარიის მოგების შემდეგ? - მხოლოდ სახალისო პასუხები

კალიფორნიაში ადგილობრივმა ლატარიის კომპანიამ ლოს ანჯელესის მოსახლეობა გამოკითხა, თუ რას გააკეთებდნენ ლატარიის მოგების შემდეგ.

 

გასაგებია, რომ ყველას ძვირფასი სახლი და მანქანა გვიტრიალებს თავში, თუმცა უამრავი სახალისო პასუხიც იყო, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

 

ჟურნალისტმაც განზრახ იგივე ტიპის კითხვები დასვა, აინტერესებდა სასახლის და ავტომობილების შეძენის შემდეგ რას გააკეთებდნენ ლოს ანჯელესელები.

 

სახალისო პასუხები:

 

“დიკაპრიოს ოსკარს ვიყიდდი, არ ეკუთვნოდა ჯილდო”.

 

“ვინ დიზელს თმის გადანერგვას დავუფინანსებდი”

 

“ლებრონს კიდევ ორ სუპერ ვარსკლვავს მოვუყვანდი, რომ იქნებ როგორმე 6 ჩემპიონობამდე ასულიყო”

 

“25 წლის წინ წასულ მამაჩემს მოვძებნიდი, საბანკო ანგარიშს ვანახებდი და მეც ისევე გავქრებოდი”

 

“მესიჯს მივწერდი ყოფილს: გამარჯობა, ემი! გახსოვს უფულობის გამო რომ დამშორდი?”

 

“სახელს გადავიკეთებდი და დავირქმევდი დიკს, როდესაც ფულს მომთოხვდნენ არ მივცემდი და გაბრაზებულები მომაძახებდნენ - დიკ!” (Dick)

 

“მეტრო გოლდვეინ მაიერს შევისყიდდი და ლომის მაგივრად ჩემს კატას ჩავსვამდი, ძალიან მიყვარს”

 

“ახალ რეპერებს ავუკრძალავდი მოღვაწეობას”

 

“როდეო დრაივზე სომხურ რესტორანს გავხსნიდი”

 

“ტიტანიკის უფლებებს შევისყიდდი და როუზს ვეტყოდი, რომ ოდნავ ჩაწეულიყო, ჯეკიც გადარჩებოდა”

 

“სოლტ ლეიკ სიტის მერი გავხდებოდი და ერთ სტრიპტიზ კლუბს მაინც გავუხსნიდი”

 

“ჯიმი ფელონს იუმორისტების კურსებზე ჩავწერდი”


 

თქვენ რას უპასუხებდით? 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ