უამრავი უცნაურობა ხდება მთელს მსოფლიოში. რას არ გაიგებ ადამიანი. უეინ ქაუნთიში მცხოვრებმა 32 წლის კაცმა მიჩიგანის ლატარიის კომპანიაში მილიონი დოლარი მოიგო.
საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა კაცს წინა დღეს დაესიზმრა ვითომ გადასაფხეკ ბილეთში ჯეკპოტი ამოუვიდა. გაღვიძებისთანავე წავიდა და სამსახურში მისვლამდე ლოტოს ჯიხურთან გაჩერდა, შეიძინა გადასაფხეკი ბილეთი და სასწაულებრივად მილიონი მოიგო.
იღბლიან გამარჯვებულს ძალიან უყვარს ლატარიის თამაში და ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთ დღესაც მისი დილა გათენდებოდა.
“ჩემს ცოლს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ერთ დღესაც მოვიგებდი, მაგრამ არასდროს სჯეროდა ჩემი. მილიონის მოგებამდე ერთი დღით ადრე დამესიზმრა ვითომ ჯეკპოტი დამეცა. ბევრი არც მიფიქრია. ავდექი, ჩავიცვი და პირდაპირ ჯიხურისკენ გავემართე. შევიძინე 1 ბილეთი, ჩავჯექი მანქანში, გადავფხიკე და თავიდან მეგონა, რომ 100 დოლარი მქონდა მოგებული, თუმცა ბოლოში $1MIL სიმბოლო დავინახე და კინაღამ გულის შეტევა მივიღე” - გამარჯვებული კომპანიასთან ინტერვიუში
იღბლიანმა კაცმა თანხის ერთიანად გატანა გადაწყვიტა და დაქვითვის შემდეგ 634,000 დოლარი შეხვდა.
“აუცილებლად დიდ სახლს შევიძენ და მანქანას ვიყიდი, შემდეგ ცოლს მოვუსმენ თუ რა სურს საჩუქრად, თუმცა არამგონია მხოლოდ ერთ ნივთზე შეჩერდეს” - აგრძელებს იღბლიანი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ