შეიძლება სათაურის წაკითხვაზე ცრემლი მოგადგეთ, თუმცა ნამდვილად ღირს და არ მოგერიდოთ.
მისურის შტატში, ქალაქ ქელოუეიში მცხოვრებმა, 27 წლის ნათან დენიელსმა გადასაფხეკ ბილეთში 100,000 დოლარი მოიგო. რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდა ბიჭმა, როდესაც ამდენ ფულს იგებს? სავარაუდოდ იყიდის ახალ მანქანას, თუ სულელია მხოლოდ გართობაში დახარჯავს, ჭკვიანი კი მცირე ბიზნესს წამოიწყებს.
აი, 27 წლის ნათანმა მთლიანი თანხა დედამისს, 60 წლის სარა ო’დონელს აჩუქა.
“ცხოვრებაში ბევრჯერ გამიმართლა. დღეს მაგალითად 100,000 მოვიგე, თუმცა მინდა, რომ მთელი ფული დედაჩემს მივცე, რომელმაც მამაჩემის გარეშე გამზარდა, მომცა განათლება, რომელიც ჩემი გულისთვის 24 საათი მუშაობდა, რომ სწორ გზაზე დავმდგარიყავი. მე ცხოვრება წინ მაქვს და კიდევ ბევრჯერ გამოვიმუშავებ ფულს, აი, დედაჩემს კი ნამდვილად სჭირდება ეს თანხა, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი და ცხოვრებაში ერთხელ ფული იმაში დახარჯოს რაშიც მოესურვება” - ნათან დენიელსი
რას იტყვით, მართლაც შთამბეჭდავი ისტორიაა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ